მიიღება ორალური (პირის) გზით.
• მოქმედი ნივთიერება: თითოეული აპკით შემოგარსული ტაბლეტი 2,5 მგ ლეტროზოლს შეიცავს.
• დამხმარე ნივთიერებები: კოლოიდური უწყლო სილიციუმი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი (მსხვილფეხა რქოსანი წარმოშობის), მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილის სახამებელი, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, პოლიეთილენ გლიკოლ 8000, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171),რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), ეთანოლი*, სუფთა წყალი*.
*პროცესის დროს ამოღებულია.
აღნიშნული წამლის გამოყენებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
• აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.
• დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართოთ.
• აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.
• აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს და ან საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.
• წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი და ან დაბალი დოზა არ მიიღოთ.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:
1. რა არის და რისთვის გამოიყენება ფემარა?
2. ფემარას გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
3. როგორ გამოიყენება ფემარა?
4. რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
5. ფემარას შენახვა
1. რა არის და რისთვის გამოიყენება ფემარა?
ფემარა -ეს არის მუქი ყვითელი ფერის, მრგვალი, ოდნავ ამობურცული, აპკით შემოგარსული ტაბლეტები, ტაბლეტის კიდეები მცირედ მოხრილია, ერთ ზედპირზე არის ,,FV’’, მეორე ზედაპირზე კი ,,CG’’ გრავირება.
ფემარა შეფუთვაში წარმოდგენილია ბლისტერში მოთავსებული 30 აპკით შემოგარსული ტაბლეტის სახით. ფემარას თითოეული აპკით შემოგარსული ტაბლეტი 2,5 მგ ლეტროზოლს შეიცავს.
ლეტროზოლი, არომატაზას ინჰიბიტორების სახელით ცნობილი წამლის ჯგუფში შედის. ფემარათი მკურნალობენ ჰორმონალურ (და ან ენდოკრინულ) ძუძუს სიმსივნეებს.
ძუძუს სიმსივნის განვითარება ხშირად სტიმულირებულია მდედრობითი სქესის ჰორმონების, ესტროგენების მხრივ. ფემარა ესტროგენების გამომუშვებაში მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი ენზიმის (არომატაზა) ბლოკირებით ესტროგენების რაოდენობას ამცირებს და ამ გზით ხელს უშლის იმ ძუძუს სიმსივნეებıს ზრდას, რომელთაც ზრდა-განვითარებისთვის ესაჭიროებათ ესტროგენები.
შედეგად, სიმსივნური უჯრედების ზრდა შენელდება ანდა შეჩერდება და სხეულის სხვა მიდამოებში გავრცელება შენელდება და ან შეჩერდება. აღსანიშნავია, რომ ფემარა გამოიყენება, როგორც ძუძუზე ქირურგიულ ჩარევამდე სიმსივნის ზომის შემცირების მიზნით, ასევე ძუძუზე ქირურგიული ჩარევის შემდეგაც, სიმსივნის განმეორებით განვითარებისთვის ხელის შეშლის მიზნით.
ფემარა მენოპაუზაში ანუ მენსტრუაციული ციკლის შეწყვეტის შემდეგ ქალებში გამოვლენილი ძუძუს სიმსივნის სამკურნალოდ გამოიყენება. ასევე, გამოიყენება სიმსივნის კვლავ განვითარების თავიდან აცილების მიზნით- ძუძუს სიმისვნის ოპერაციის შემდეგ ანდა ტამოქსიფენით 5 წლიანი მკურნალობის შემდეგ, როგორც პირველი სამკურნალო საშუალება. ფემარა ასევე გამოიყენება ძუძუს სიმსივნის შორსწასულ შემთხვევებშიც, სიმსივნის სხეულის სხვა მიდამოებში გავრცელების შეჩერების მიზნით.
ფემარათი მკურნალობაზე დაკვირვება:
ფემარათი მკურნალობა მკაცრი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ უნდა განხორცილდეს.
ექიმი მკურნალობაზე შედეგის შეფასების მიზნით ხშირად და რეგულარულად გააკონტროლებს ავადმყოფის მდგომარეობას.
თუ კითხვები გაგიჩნდებათ იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ფემარა და ან ამ წამლის თქვენთან გამოწერის მიზეზით დაინტერესდებით, თქვენს ექიმს მიმართეთ.
2. ფემარას გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ფემარა არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს: თუ,
• ლეტროზოლის და ან ფემარას შემადგენელი დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია)გაქვთ. (თუ ფიქრობთ , რომ შეიძლება ალერგიული იყოთ, ექიმს მიმართეთ).
• ჯერ კიდევ მენსტრუალური ციკლი გაქვთ (ჯერ მენოპაუზაში არ ხართ)
• ორსულად ხართ
• ძუძუთი კვებავთ
ფემარა ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ: თუ,
• თირკმლების მძიმე დაავადება გაქვთ
• ღვიძლის მძიმე დაავადება გაქვთ
• ოსტეოპოროზი და ან ანამნეზში ძვლების მოტეხილობა გაქვთ
მენოპაუზაში ყოფნის (მენსტრუაციული ციკლის შეწყვეტის) შესახებ რომ დარწმუნდეთ, ფემარას მიღებამდე ექიმს მიმართეთ, ექიმი ჰორმონალურ ანალიზებს გააკონტროლებს.
თუ აღნიშნული გაფრთხილებები, თუნდაც წარსულის რომელიმე პერიოდში გამოვლინდა, გთხოვთ თქვენს ექიმს აცნობეთ.
ექიმმა ასევე შეიძლება გადაწყვიტოს ძვლოვანი სისტემის ჯანმრთელობის შეფასებაც, რადგანაც ამ წამალმა ძვლების გათხელებს და ან დაზიანებას (ოსტეოპოროზი, ძვლების დაშლა)შეიძლება შეუწყოს ხელი.
ლეტროზოლმა, მყესების (შემაერთებელი ქსოვილი, რომელიც კუნთებს ძვლებთან აკავშირებს) ჩირქოვანი ანთება და ან მყესების დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს.(ნახეთ ნაწილი-4). მყესების ტკივილის და ან შესივების ნებისმიერი სახით გამოვლინების შემთხვევაში, მტკივნეული ნაწილი დაასვენეთ და ექიმს მიმართეთ.
ფემარას გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ფემარას მიღება შესაძლებებლია საკვებთან ერთად და ან მის გარეშეც, ცალკე.
ორსულობა
წამლის გამოყენებამდე თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ.
თუ ორსულად ხართ, ფემარა არ გამოიყენოთ, მუცლად მყოფ ბავშვზე შეიძლება უაყოფითი ეფექტი ჰქონდეს.
ფემარა მხოლოდ მენოპაუზაში მყოფი ქალებისთვისაა რეკომენდირებლი, ამიტომ ორსულობაზე არსებული შეზღუდვები დიდი ალბათობით თქვენზე არ იმოქმედებს. ამავე დროს, თუ მენოპაზუაში ახლო პერიოდში გადახვედით და ან ჯერ პრე- მენოპაუზის მდგომარეობაში ხართ და დაორსულების პოტენციალი არსებობს, რეკომენდირებულია ჩასახვის საწინააღმდეგო აქტივობა, რომელსაც ექიმი შეგირჩევთ.
თუ ახლო პერიოდამდე მენსტრუაციული ციკლი გქონდათ, დაორსულების ალბათობა არსებობს, ამიტომ ჩასახვის საწინააღმდეგო აქტივობაა საჭირო, აღნიშნულის შესახებ ექიმს მიმართეთ.
თუ მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, მაშინვე თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება-ლაქტაცია
წამლის მიღებამდე თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს გაესაუბრეთ.
თუ ფემარას იყენებთ, ბავშვს ძუძუ არ მოაწოვოთ. თუ ძუძუთი კვებავთ, ეს ექიმს აცნობეთ.
ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება
ფემარას მიღების დროს თუ თავბრუსხვევა, გაბრუება და ან მხედველობის დარღვევები გაქვთ, სანამ უკეთ არ იგრძნობთ თავს, ავტომობილი და ან მექანიზმები არ მართოთ.
ფემარას შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ფემარას აპკით შემოგარსული ტაბლეტები რძის შაქრის (ლაქტოზის) სახელით ცნობილ ნივთიერებას შეიცავს. თუ მანამდე ექიმმა გითხრათ, რომ ზოგიერთი შაქრის მიმართ მომატებული მგრძნობელობა გაქვთ, ამ სამედიცინო პროდუქტის მიღებამდე ექიმს დაუკავშირდით.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
თუ ქვემოთ ჩამოთვლილ წამლებს ღებულობთ და ან ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ.
• ტამოქსიფენი
• სხვა ანტი-ესტროგენული და ან ესტროგენის შემცველი პრეპარატები
აღნიშნულმა ნივთიერებებმა ფემარას ეფექტი შეიძლება შეამციროს. ლეტროზოლის ტამოქსიფენთან, სხვა ანტი-ესროგენულ და ან ესტროგენების შემცველ პრეპარატებთან ერთად გამოყენებას მოერიდეთ. ლეტროზოლის ფენიტოინთან და კლოპიდოგრელის მსგავსი ვიწრო თერაპიული ინდესის მქონე სამედიცინო პროდუქტების ერთად გამოყენებისას ფრთხილად იყავით.
სპეციალურ პოპულაციებთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია:
სპეციალურ პოპულაციებთან დაკავშირებით რაიმე კლინიკური აქტივობის სამუშაო არ განხორციელებულა.
თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ და ან ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ.
3. როგორ გამოიყენება ფემარა?
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
• ფემარას ზოგადად გამოყენებული დოზაა: 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში.
• ფემარა ყოველდღე ერთასადაიგივე დროს უნდა მიიღოთ, ეს დეტალი ადვილად გაგახსენებთ წამლის მიღების დროს.
• ფემარა ყოველთვის ექიმის მიერ თქვენთვის მითითებული სახით მიიღეთ. თუ გამოყენებასთან დაკაშირებით ეჭვი გაგიჩნდებათ, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
• ფემარას მოღება გააგრძლელეთ მანამ, სანამ ექიმი მის შეწყვეტას არ გეტყვით. ფემარას გამოყენება შეიძლება თვეების და ან წლების განმავლობაში დაგჭირდეთ.
• ფემარას გამოყენების ხანგრძლივობასთან დაკაშირებით თუ კითხვები გაგიჩნდებათ, თქვენს ექიმს გაესაუბრეთ.
მიცემის გზა და მეთოდი:
• ფემარა მხოლოდ ორალური(პირის გზით) მიღებისთვისაა განკუთვნილი.
• ტაბლეტის მიღება მშიერზე ანდა კვების შემდეგ შეიძლება.
• სასურველია ტაბლეტი ყოველდღე ერთსადაიმავე დროს, 1 ჭიქა წლით გადაიყლაპოს.
• ტაბლეტი არ დაღეჭოთ, არ დაანაწევროთ ანდა არ დაფხვნათ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
ფემარა ბავშვებში და ან მოზარდებში (<18 წლის) არ გამოიყენება.
ხანდაზმულებში გამოყენება:
65 წლის და მეტი ასაკის ავადმყოფებში სპეციალური დოზის შერჩევა არ არის საჭირო.
გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:
თირკმლების /ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის მსუბუქი უკმარისობის ანდა თირკმლების უკმარისობის მქონე ავადმყოფები დოზის შერჩევას არ საჭიროებს. მაგრამ, მძიმე ღვიძლის და თირკმლის უკმარისობის მქონე ავადმყოფები საჭიროებს ახლო დაკვირვებას.
სანამ ექიმი სხვა მითითებას არ მოგცემთ, ამ რეკომენდაციებს მიჰყევით.
წამლის დროული მიღება არ დაგავიწყდეთ.
ფემარათი მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციას ექიმი აგიხსნით. მკურნალობა ნაადრევად არ შეწყვიტოთ, რადგანაც სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ. მკურნალობის განმავლობაში საჭიროა მკაცრი სამედიცინო კონტროლი.
ფემარამ, თქვენს სხეულში არსებული ესტროგენების შემცირებასთან დაკავშირებით შეიძლება ძვლების გათხელება და დაზიანება(ოსტეოპოროზი)გამოიწვიოს. ექიმმა დამატებით შეიძლება მოითხოვოს მკურნალობს დაწყებამდე, მკურნალობის დროს და მკურნალობის შემდეგ ძვლების ინტენსივობის გაზომვა, გამოკვლევა(ოსტეოპოროზის საკონტროლო გზა).
თუ ფიქრობთ, რომ ფემარას ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.
თუ ფემარას საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
თუ ფემარას საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ. შეიძლება მკურნალობა დაგჭირდეთ. ტაბლეტის კოლოფი თან იქონიეთ და ექიმს აჩვენეთ.
თუ ფემარას მიღება დაგავიწყდათ
თუ წამლის მიღება დაგავიწყდათ, ან შეამჩნიეთ, რომ დაგვიწყებიათ, ეს დოზა მაშინვე მიიღეთ და შემდეგი დოზა როგორც ყოველთვის, იგივე დროს მიიღეთ.
თუ წამლის მიღების დავიწყება მომდევნო დოზის მიღების დროს (მაგ. 2 ანდა 3 საათით ადრე )გაგახსენდებათ, გამოტოვებულ დოზას თავი დაანებეთ და მომდევნო დოზა ჩვეულებრივ დროს(საათზე) მიიღეთ.
დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
მოვლენები, რომელიც ფემარათი მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:
ფემარათი მკურნალობის შეჩერებამ(დასრულებამ) შეიძლება თქვენი დაავადების გაუარესება გამოიწვიოს. თქვენი ექიმის მითითების გარეშე ფემარას მიღება არ შეწყვიტოთ. ფემარას გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი კითხვის არსებობისას, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
4. რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამალში, ფემარაში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.
გვერდითი ეფექტების უმრავლესობა მსუბუქი-საშუალო სიმძიმისაა, რომელიც ძირითადად მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღის-კვირის შემდეგ ალაგდება.
შეხურება, თმის ცვენა ანდა საშოში სისხლდენის მსგავსი ზოგიერთი გვერდითი ეფექტები შეიძლება დაკავშირებული იყოს სხეულში ესტროგენების შემცირებასთან (არ არსებობასთან).
თუ ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე გამოვლინდება, ფემარას მიღება შეწყვიტეთ და დაუყოვნებლივ ექიმს აცნობეთ და თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს სასწრაფოს (ემერჯენსის) განყოფილებას მიმართეთ.
ნაკლებად გავრცელებული:
• სისუსტე, სხეულის რომელიმე ნაწილში დამბლის ანდა ძალის დაკარგვის შეგრძნება (განსაკუთრებით ხელებსა და ფეხებში), კოორდინაციის დაკარგვა, , გულისრევა, მეტყველების ანდა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის გაძნელება (თავის ტვინის დაზიანების ნიშნები, მაგ.ინსულტი)
• უეცარი და მოჭერის ხასიათის ტკივლი მკერდში(გულის ფუნქციური დარღვევის ნიშანი)
• ძალიან მგრძნობიარე და შეხებისას ტკივილის განმაპირობებელი სისხლძარღვის დაზიანება, სისხლძარღვის გაყოლებით სიწითლე და შეშუპება
• ინფექცისთან დაკაშირებული ცხელება, შემცივნება ანდა პირის ღრუში წყლულები (სისხლის თეთრი უჯერდების ნაკლებობა)
• ძლიერი და მუდმივი მხედველობის დაბინდვა
• მყესების ჩირქოვანი ანთება ანდა ტენდინიტი (შემაერთებელი ქსოვილი, რომელიც კუნთებს ძვლებთან აკავშირებს)
იშვიათი :
• ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის გაძნელება, ტკივილი მკერდში, გონების დაკარგვა, გულის ცემის გახშირება, კანის გალურჯება ანდა ხელების და ფეხების უეცარი ტკივილი (სისხლში თრომბის განვითარების მაჩვენებელი)
• სახის და ხახის შეშუპება (ალერგიული რეაქციის ნიშანი)
• კანის და თვალების სიყვითლე, მადის დაკარგვა, შარდის გამუქება (ჰეპატიტის ნიშანი)
• გამონაყარი, კანის გაწითლება, ტუჩების, თვალების და პირის ბუშტუკოვანი დაზიანება, კანის აცლა, ცხელება (კანის დაზიანების ნიშნები)
ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია. თუ ჩამოთვლილიდან რომელიმე თქვენთან ვლინდება, შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ანდა საავადმყოფოში დაწოლა.
გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა მოცემული:
ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.
გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფში ვლინდება, მაგრამ 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია,ძალიან ცოტა ავადმყოფთან გამოვლინდა.
თუ ქვემოთ ჩამოთვლითაგან ნებისმიერს თქვენთან შეამჩნევთ, თქვენს ექიმს აცნობეთ:
ძალიან გავრცელებული:
• ქოლესტერინის დონის მომატება(ჰიპერქოლესტერინემია)
• შეხურება
• ოფლიანობის მომატება
• დაღლილობა, სისუსტე და შფოთვა(ზოგადად ცუდად ყოფნის შეგრძნება)
• ძვლებსა და სახსრებში ტკივილი(ართრალგია)
გავრცელებული:
• კანზე გამონაყარი
• თავის ტკივილი
• გაბრუების შეგრძნება
• მტვრევის შეგრძნება (ზოგადად ცუდად ყოფნა)
• კუჭ-ნაწლავის დარღვევები: გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, ყაბზობა, დიარეა
• კანის სიმშრალე, გამონაყარი
• მადის მომატება ანდა დაკარგვა
• კუნთების ტკივილი, ძვლების ტკივილი
• მტვრევადობა, ზოგჯერ კი ძვლებში მოტეხილობის განმაპირობებელი გათხელება და დაშლა(ოსტეოპოროზი) (ნახეთ ნაწილი-3)
• მკლავების, ხელების , ფეხების, კოჭების შეშუპება (ედემა)
• დეპრესია
• წონის მომატება
• თმის ცვენა
• მაღალი წნევა (ჰიპერტენზია)
• მუცლის ტკივილი
• კანის სიმშრალე
• გამონადენი საშოში
• გულის ფრიალი, გულის ცემის გახშირება
• სახსრების გამკვრივება(ართრიტი)
• ტკივილი მკერდში
ნაკლებად გავრცელებული:
• შფოთვა, ნერვიულობა, ადვილად გაბრაზება, დაბუჟება, მეხსიერების პრობლემები, ძილიანობა, უძილობის მსგავსი ნერვული სისტემის დარღვევები
• ხელებსა და მაჯებში ტკივილი ანდა წვის შეგრძნება( კარპალური ტუნელის სინდრომი)
• მგრძნობელობის დარღვევები, განსაკუთრებით შეხების შეგრძნება
• მხედველობის დაბინდვა, კატარაქტა, თვალის გაღიზიანების მსგავსი თვალის დაზიანებები
• ქავილი(ურტიკარია) და კანის მსგავსი დაზინებები
• საშოდან გამონადენი ანდა სიმშრალე
• ძუძუს ტკივილი
• ცხელება
• გაუწყლოვანება, გემოვნების შეცვლა, პირის სიმშრალე
• ლორწოვანი გარსების სიმშრალე
• წონის დაკლება
• საშარდე გზების ინფექცია, შარდვის გახშირება
• ხველა
• ენზიმების დონის მომატება
• კანის და თვალების სიყვითლე
• სისხლში ბილირუბინის მაღალი დონე (სისხლის წითელი უჯრედების დაშლის პროდუქტი)
• სიყვითლე
• შეშუპება
იშვიათი:
• ფილტვების ემბოლია (ფილტვის სისხლძარღვის თრომბით დახშობა), არტერიის თრომბოზი (არტერიაში თრომბის წარმოქმნა), ცერებროვასკულარული ინფარქტი (თავის ტვინის სისხლძარღვის თრომბით დახშობასთან დაკაშირებული ქსოვილის სიკვდილი)
უცნობი:
• თითის მოხრილი პოზიცია (თითის ანდა ცერა თითის მოხრილ პოზიციაში ყოფნა)
• ანაფილაქსიური რეაქცია (სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქცია)
• ჰეპატიტი( ღვიძლის ანთება)
• ანგიოედემა (კანის ანდა ლორწქვეშა შრის სწრაფი შესივება), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (კანის და ლორწოვანის სწრაფი და გავრცელებლი კანის დაზიანება), მულტიფორმული ერითემა( კანის და ლორწოვანის უეცარი და განმეორებით განვითარების დამახასიათებელი კანის დაავადება)
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
5. ფემარას შენახვა
ფემარა ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.
ფემარა შეინახეთ <300 C მდე ოთახის ტემპერატურაზე.
ნესტს მოარიდეთ.
შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
ბლისტერზე ანდა შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ფემარა არ გამოიყენოთ.
თუ პროდუქტზე და/ანდა შეფუთვაზე დაზიანებას შეამჩნევთ, ფემარა არ გამოიყენოთ.
ვადა გასული ანდა არ გამოყენებული წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.
ლიცენზიის მფლობელი: ს.ს. ნოვარტის საღლიქ, გიდა ვე თარიმ ურუნლერი სან ვე თიჯ
ქავაჯიქი/ბეიქოზი/სტამბული
წარმოების ადგილი: ნორვარტის ფარმა Stein AG.
შაფფჰაუსერსტრასე/სტეინი/შვეიცარია
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 11.06.2021-ში დამოწმებულია.