ორსულობა არის პროცესი, რომელიც მოითხოვს ქალისაგან, რომ იყოს ყურადღებიანი საკუთარი თავისა და ჯანმრთელობის მიმართ. იმისათვის, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ ჯანმრთელი ბავშვის გაჩენის შანსი, საჭიროა ყურადღებით დააკვირდეთ იღებს თუ არა ორგანიზმი მისთვის სასიცოცხლოდ საჭირო ნივთიერებებს. სამწუხაროდ, რთულია საკვების მიღებით მიიღოთ ყველა ნივთიერება, რაც გჭირდებათ. ამიტომ, მომავალმა დედებმა უნდა მიიღონ ვიტამინის პრეპარატები აქტიური ინგრედიენტების მომატებული შემცველობით.
ვიტამინები მონაწილეობენ ადამიანის ორგანიზმში მრავალ ფიზიოლოგიურ პროცესში. ისინი უზრუნველყოფენ უჯრედების დაყოფას, ტვინის მუშაობასა და იმუნიტეტს, სუნთქვას და ბიოქიმიურ რეაქციებს. ორსულობის პერიოდში ვიტამინების საჭიროება იზრდება, ვინაიდან მათი ნაწილი იხარჯება ბავშვის განვითარებაზე.
საკვები დანამატი ფემიბიონი არის ვიტამინების კომპლექსი მომავალი დედებისთვის. პროდუქტს აქვს ხელმისაწვდომი ფასი, იგი გაიცემა აფთიაქებიდან რეცეპტის ფორმის გარეშე. სწორედ ამიტომ, იგი ფართოდ გამოიყენება ორსულ ქალებში და ორსულობის დაგეგმვის პროცესში მყოფ ქალებში.