სტერილური
• აქტიური ნივთიერება: თითოეული რბილი კაფსულა 200 მგ პროგესტერონს შეიცავს.
• დამხმარე ნივთიერებები: მიწის თხილის ზეთი, ლეციტინი (სოიო), მსხვილფეხა საქონლის წარმოშობის ჟელატინი, გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი.
გთხოვთ, ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცნოთ აღნიშნულ მოხმარების წესებს, რადგან ინსტრუქცია თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
- შეინახეთ მოხმარების ინსტრუქცია. შეიძლება მოგვიანებით ხელახლა წაკითხვა დაგჭირდეთ;
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს;
- თუ მედიკამენტი პირადად თქვენ დაგენიშნათ, არ მისცეთ სხვას;
- მედიკამენტის მიღების პერიოდში, ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას, თქვენს ექიმს უთხარით, რომ იღებთ ამ მედიკამენტს;
- ზუსტად დაიცავით ინსტრუქციაში მოცემული წესები. არ მიიღოთ იმაზე მეტი ან ნაკლები დოზა, რაც დაგენიშნათ.
აღნიშნული მოხმარების ინსტრუქციაში მიიღებთ პასუხებს შემდეგ კითხვებზე:
1. რა არის PROGESTAN და რისთვის გამოიყენება?
2. PROGESTAN-ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?
3. როგორ უნდა მიიღოთ PROGESTAN?
4. რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?
5. როგორ შეინახოთ და გამოიყენოთ PROGESTAN?
1. რა არის PROGESTAN და რისთვის გამოიყენება?
PROGESTAN არის პროგესტოგენის ჯგუფის პროდუქტი რბილი კაფსულის სახით, რომელიც ერთ კაფსულაში 200 მგ ბუნებრივ პროგესტერონს შეიცავს. PROGESTAN-ი მსხვილფეხა საქონლის წარმოშობის ჟელატინს შეიცავს. თითოეულ კოლოფში 30 რბილი კაფსულა არის მოთავსებული. იგი გამოიყენება პრემენსტრუალური სინდრომის, მენსტრუალური დარღვევების, პრემენოპაუზისა და მენოპაუზის, უნაყოფობის სამკურნალოდ და სპონტანური აბორტის რისკის დროს.
2. PROGESTAN-ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?
არ გამოიყენოთ PROGESTAN-ი ქვევით მოცემულ შემთხვევებში:
• თუ გაქვთ ვენებში სისხლის შედედება, ტვინში სისხლჩაქცევა ან თუ გქონიათ წარსულში,
• თუ გაქვთ ღვიძლის მწვავე უკმარისობა,
• თუ გაქვთ მკერდის ან სასქესო ორგანოს დადგენილი სიმსივნე ან ეჭვი სიმსივნეზე,
• გაქვთ ვაგინალური სისხლდენა, რომლის მიზეზიც არ არის დადგენილი,
• მკვრდადშობადობი, მუცლის მოშლის მდგომარეობა თუ დაგიდგინდათ,
ბრომოკრიპტინისა და ამინოგლუტემიდის შემცველ პრეპარატებთან ერთად არ უნდა იქნას გამოყენებული.
PROGESTAN-ის მიღების შემთხვევაში, სიფრთხილე გამოიჩინეთ:
- თუ გაქვთ წარსულში დეპრესიის ისტორია,
- თუ გაქვთ ეპილეფსია, შაკიკი, ასთმა ან თირკმლის ფუნქციების დარღვევები,
რადგანაც შესაძლებელია ძილიანობის რისკი წარმოშვას, რეკომენდებულია მისი ძილის წინ მიღება.
PROGESTAN-ის მიღება სასმელთან და საკვებთან ერთად:
რეკომენდირებულია საკვების მიღების შემდეგ მიიღოთ.
ორსულობა
მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მკურნალობის დროს მიხვდებით, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
ლაქტაცია
მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაციის პერიოდში ეს მედიკამენტი არ გამოიყენოთ.
სატრანსპორტი საშუალებებისა და დანადგარების მართვა
ავტომობილის მართვის ანდა მექანიზმების გამოყენების დროს გამოიჩინეთ სიფრთხილე, რადგანაც შესაძლებელია ამან თავბრუსხვევა და ძილიანობა გამოიწვიოს.
PROGESTAN-ის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხარე ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია
PROGESTAN-ი მიწის თხილის ზეთს შეიცავს. მიწის თხილის ან სოიოს მიმართ ალერგია თუ გაქვთ, არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი.
PROGESTAN-ი ლეციტინს (სოიოს) შეიცავს. მიწის თხილის ან სოიოს მიმართ ალერგია თუ გაქვთ, არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი.
სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება
ბრომოკრიპტინთან ერთად არ უნდა იქნეს გამოყენებული. კეტოკონაზოლი ღვიძლში პროგესტერონის დაშლას ამცირებს და ეფექტს ზრდის. კარბამაზეპინი, ფენიტოინი, რიფამპინი და ამინოგლუტემიდი ღვიძლში პროგესტერონის დაშლას ზრდის და ეფექტს ამცირებს.
წმინდა იოანეს ვორტის ზეთი, რომელიც მცენარეული პროდუქტი გახლავთ, პროგესტერონის დონეს ამცირებს.
თუ ამჟამად ან ახლახან იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ ნებისმიერ მედიკამენტს, გთხოვთ, აღნიშნულზე აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
3. როგორ უნდა მიიღოთ PROGESTAN?
სწორად მიღებისა და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ ინსტრუქციები:
PROGESTAN-ი ყოველთვის ზუსტად ისე მიიღეთ, როგორც ექიმი დაგინიშნავთ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ჩვეულებრივი დოზა 1 კაფსულა საღამოს ძილის წინ ან 1 კაფსულა დილით, 1 კაფსულა საღამოს ძილის წინ არის.
- რეკომენდირებულია საკვების მიღების შემდეგ მიიღოთ.
- რადგანაც შესაძლებელია ძილიანობის რისკი წარმოშვას, რეკომენდებულია მისი ძილის წინ მიღება.
მიღების გზა და მეთოდი:
- PROGESTAN-ი პერორალური გზით მიღებისთვის არის განკუთვნილი.
მიღება ბავშვებში:
PROGESTAN-ი ბავშვებში არ უნდა იქნეს გამოყენებული.
მიღება ხანდაზმულ პაციენტებში:
ყველაზე დაბალი დოზით დაიწყეთ.
მიღება ღვიძლის უკმარისობის დროს:
არ მიიღოთ არავითარ შემთხვევაში თუ გაქვთ ღვიძლის სერიოზული უკმარისობა.
მიღება თირკმლის უკმარისობის დროს:
მიიღეთ სიფრთხილით თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა.
- მიჰყევთ ამ ინსტრუქციებს, თუ ექიმი სხვა ინსტრუქციას არ მოგცემთ.
- არ დაგავიწყდეთ მედიკამენტის დროულად მიღება.
- ექიმი გაცნობებთ თუ რამდენი ხანი უნდა გააგრძელოთ PROGESTAN-ით მკურნალობა. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ნაადრევად.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ PROGESTAN-ის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ საჭიროზე მეტი PROGESTAN-ი მიიღეთ:
თუ საჭიროზე მეტი PROGESTAN-ი მიიღეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ PROGESTAN-ის მიღება:
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ იგი როგორც კი გაგახსენდებათ და შემდეგ გააგრძელეთ ჩვეულებრივ მიღების დროს.
გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
ეფექტები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას PROGESTAN-ით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში:
PROGESTAN-ით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში რაიმე ეფექტი არ ვლინდება.
4. რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?
სხვა წამლების მსგავსად, მგრძნობიარე ადამიანებს PROGESTAN-ის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებზე შეიძლება განუვითარდეთ გვერდითი მოვლენები.
თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს შეამჩნევთ, შეწყვიტეთ PROGESTAN-ის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ თქვენთან ყველაზე ახლოს მდებარე საავადმყოფოს გადაუდებელი მკურნალობის განყოფილებას:
• წარმონაქმნი ძუძუში
• მუცლის ტივილი, შეშუპება ან სირბილე
• კანკალი ან კრუნჩხვები
• შაკიკი, თავის ტკივილი
• მოკლე სუნთქვები ან ასთმა
• გულის ან თირკმლის პრობლემები
• ანომალიური სისხლდენა ვაგინიდან
• დეპრესია
• ტკივილი თეძოს ან მკერდის არეში; სუნთქვის უეცარი შენელება; ან სისხლიანი ხველა, რაც მკლავებში, ფეხებში, გულში ან ფილტვებში თრომბის შესაძლო წარმოქმნაზე მიუთითებს
• სერიოზული თავის ტკივილი, ღებინება, თავბრუსხვევა, გულის წასვლა ან მხედველობი და/ან საუბრის დარღევები; მკლავების ან ფეხების გაბუჟება ან ძალის დაკარგვა, რაც ტვინში ან თვალებში თრომბის შესაძლო წარმოქმნაზე მიუთითებს
„ყველა მათგანი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია“. შესაძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან საავადმყოფოში ჰოსპიტალიზაცია დაგჭირდეთ.
„ყველა აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა საკმაოდ იშვიათად ვლინდება“.
თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს შეამჩნევთ, აცნობეთ ექიმს:
• პირის სიმშრალე
• გულმკერდის ტკივილი
• ტემპერატურა
• ჰიპერტენზია
• კონფუზია
• უძილობა
• საუბრის დარღვევები
• ყაბზობა
• საჭმლის მონელების დარღვევები
• კუჭისა და ნაწლავების ანთება
• ღებინება
• ყურის ტკივილი
• წყლის შეკავება სხეულში
• უძილობა
• ვაგინალური სიმშრალე
• ვაგინის ანთება და სოკო
• ბრონქიტი
• გამონადენი ცხვირიდან
• ფარენგიტი
• სინუსიტი
• აკნე
• მეჭეჭები
• საშარდე გზების ინფექციები
„ყველა მათგანი PROGESTAN-ის სუსტი გვერდითი მოვლენებია.“
თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
5. როგორ შეინახოთ PROGESTAN?
შეინახეთ PROGESTAN ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და მის შეფუთვაში.
25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე შეინახეთ.
პრეპარატის მიღებისას ყურადღება მიაქციეთ მისი შენახვის ვადას.
არ მიიღოთ PROGESTAN შეფუთვაზე/კოლოფზე/ბლისტერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ / ვარგისიანობის ვადის გასვლამდე მიიღეთ. გამოყენების ბოლო თარიღი იმ თვის ბოლო დღეა.
არ გამოიყენოთ PROGESTAN, თუ გაფუჭების თვალსაჩინო ნიშნებს შეამჩნევთ პროდუქციაზე და/ან შეფუთვაზე.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! ასეთი მედიკამენტები გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.
ლიცენზიის მფლობელი:
სს. „ქოჩაქ ფირმა ილაჩ ვე ქიმია სანაი“ (Koçak Farma Ilaç ve Kimya Sanayi A.Ş.)
ბაღლარბაში გაზის გამზ. N: 64-66
უსქუდარი/სტამბული
მწარმოებელი:
სს. „ქოჩაქ ფირმა ილაჩ ვე ქიმია სანაი“ (Koçak Farma Ilaç ve Kimya Sanayi A.Ş.)
ორგანიზებული მრეწველობის რეგიონი
ჩერქეზქოი/თექირდაღი
მოხმარების ინსტრუქცია დამტკიცდა 22 / 12 / 2008 წელს.
KT3021-03