ოვიტრელი 250mcg

გამოყენების ინსტრუქცია

შტრიხკოდი: N54G2002F

OVITRELLE 250 mcg/0.5ml

საინექციო ხსნარი მოხმარებისთვის მზა შპრიცში
გამოიყენება კანქვეშ.
სტერილური
• აქტიური ნივთიერება: ქორიოგანდოტროპინი ალფა.
თითოეული მოხმარებისთვის მზა შპრიცი 250 მიკროგრამი/0,5 მლ ქორიოგანდოტროპინი ალფას შეიცავს.

• დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, მეთიონინი, პოლოქსამერი 188, კონცენტრირებული ფოსფორის მჟავა, საქაროზა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
გთხოვთ, ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცნოთ აღნიშნულ მოხმარების წესებს, რადგან ინსტრუქცია თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
- შეინახეთ მოხმარების ინსტრუქცია. შეიძლება მოგვიანებით ხელახლა წაკითხვა დაგჭირდეთ;
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს;
- თუ მედიკამენტი პირადად თქვენ დაგენიშნათ, არ მისცეთ სხვას;
- მედიკამენტის მიღების პერიოდში, ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას, თქვენს ექიმს უთხარით, რომ იღებთ ამ მედიკამენტს;
- ზუსტად დაიცავით ინსტრუქციაში მოცემული წესები. არ მიიღოთ იმაზე მეტი ან ნაკლები დოზა, რაც დაგენიშნათ.

აღნიშნული მოხმარების ინსტრუქციაში მიიღებთ პასუხებს შემდეგ კითხვებზე:
1. რა არის OVITRELLE და რისთვის გამოიყენება?
2. OVITRELLE-ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?
3. როგორ უნდა მიიღოთ OVITRELLE?
4. რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?
5. როგორ შეინახოთ და გამოიყენოთ OVITRELLE?

1. რა არის OVITRELLE და რისთვის გამოიყენება?
OVITRELLE არის ქორიოგონადოტროპინ ალფას შემცველი სამედიცინო პრეპარატი, რომელიც ლაბორატორიაში სპეციალური რეკომბინანტული დნმ-ის ტექნოლოგიით არის წარმოებული და ადამიანებში ბუნებრივად არსებულ ქორიონული გონადოტროპინის ჰორმონს ძალიან ჰგავს. ის მიეკუთვნება რეპროდუქციის ნორმალურ კონტროლში მონაწილე ჰორმონების ოჯახს, რომელთაც გონადოტროპინები ეწოდება.
OVITRELLE არის გამჭვირვალე, უფერო საინექციო ხსნარი. 0,5 მლ საინექციო ხსნარის შემცველი ერთი ცალი მოხმარებისთვის მზა, სავსე შპრიცის შემცველი შეფუთვის სახით არის წარმოდგენილი.
OVITRELLE სხვა მედიკამენტებთან ერთად ქვევით მოცემულ შემთხვევებში გამოიყენება:
OVITRELLE გამოიყენება ქალებში, რომელთაც ხელოვნური განაყოფიერების (ინვიტრო განაყოფიერება) მსგავსი განაყოფიერების ტექნიკები უტარდებათ. პირველ რიგში სხვა მედიკამენტებით კვერცხუჯრედის წარმოებისთვის სხვადასხვა მკურნალობა ტარდება. შემდეგ კი აღნიშნული კვერცუჯრედების მომწიფებისთვის OVITRELLE გამოიყენება.
გარდა ამისა, OVITRELLE იმ ქალებშიც გამოიყენება, რომელთა ორგანიზმიც კვერცხიჯრედებს არ აწარმოებს (ანოვულაცია) ან ძალიან მცირე რაოდენობით კვერცხუჯრედს აწარმოებს (ოლიგოოვულაცია). ფოლიკულების განვითარებისა და მომწიფებისთვის სხვა მედიკამენტების გამოყენების შემდეგ კევრცხუჯრედების საკვერცხიდან გამოყოფის (ოვულაციის) უზრუნველყოფის მიზნით OVITRELLE გამოიყენება.

2. OVITRELLE-ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?
ამ საკითხში გამოცდილი ექიმის მხრიდან მკურნალობის დაწყებამდე თქვენი და თქვენი მეუღლის რეპროდუქციული უნარი უნდა შეფასდეს.

არ გამოიყენოთ OVITRELLE ქვევით მოცემულ შემთხვევებში:
თუ:
• გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ქორიოგონადოტროპინი ალფას ანდა მედიკამენტის შემადგენელ რომელიმე სხვა დამხმარე ნივთიერებაზე;
• ხართ ორსულად ან ბავშვს კვებავთ ძუძუთი;
• გაქვთ საკვერცხეების გაზრდა ან დაუდგენელი მიზეზის ერთი ან მრავალი ძალიან დიდი ზომის საკვერცხის კისტა;
• გაქვთ ვაგინალური სისხლდება, რომლის მიზეზიც დაუდგენელია;
• დაგესვათ საკვერცხის, საშვილოსნოს ან ძუძუს კიბოს დიაგნოზი;
• გაქვთ ტვინში ჰიპოთალამუსის ან ჰიპოფიზის ჯირკვლის კიბო;
• გაქვთ სისხლძარღვების მწვავე ანთება ან უჩივით სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნას (აქტიური თრომბოემბოლიური დარღვევა);
• გაქვთ მდგომარეობა რომელიც ნორმალურ ორსულობას შეუძლებელს ხდის (მაგ: საშვილოსნოს არარსებობა, სრულად განუვითარებელი საკვერცხეები, მიომები) ან დაგეწყოთ მენოპაუზა;
• ბოლო 3 თვის განმავლობაში გარე ორსულობა გქონდათ.

OVITRELLE-ის მიღების შემთხვევაში, სიფრთხილე გამოიჩინეთ:
OVITRELLE-ით მკურნალობის დროს შესაძლებელია საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის (OHSS) სახელით ცნობილი მდგომარეობის განვითარების რისკი გაიზარდოს. ეს ხდება მაშინ, როდესაც საკვერცხეები მკურნალობაზე გადამეტებულ პასუხს იძლევიან და დიდი რაოდენობით ფოლიკულებს აწარმოებენ.
მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილი თუ გაქვთ, წონაში სწრაფად თუ მოიმატეთ, გულისრევა ან ღებინება ან სუნთქვის გაძნელება თუ გაქვთ, არ განახორციელოთ OVITRELLE-ის ინექცირება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს (იხ. ნაწილი „რა არის გვერდითი მოვლენები“). თუ OHSS განგივითარდებათ მინიმუმ 4 დღის განმავლობაში არ დაკავდეთ სქესობრივი აქტით ან განაყოფიერების კონტროლის მიზნით ბარიელრული მეთოდი უნდა გამოიყენოთ.
ნორმალურ დაორსულებასთან შედარებისას პაციენტებში, რომლებიც ამ მკურნალობას გადიან, მრავლობით ორსულობისა და მშობიარობის სიხშირე უფრო მაღალია. მათი უმრავლესობა ტყუპები არიან. მრავლობითმა ორსულობამ შესაძლებელია თქვენ და თქვენს შვილებს საფრთხე შეგიქმნათ. ხელოვნური განაყოფიერების შედეგად დაორსულების ტექნიკის დროს ბავშვების რაოდენობა დამოკიდებულია მოთავსებული ემბრიონების რაოდენობაზე.
OVITRELLE-ის ჩვეულებრივი დოზის მიღებისა და მკურნალობის ცილკის განმავლობაში ახლოდან დაკვირვების (მაგ. ესტრადიოლის დონიზ განსაზღვრისთვის სისხლის ანალიზით ან ულტრაბგერითი გამოკვლევით). ქვეშ ყოფნის შემთხვევაში OHSS-ს ან მრავლობითი ორსულობის რისკი მცირდება. OHSS-ს ან მრავლობითი ორსულობის რისკის არსებობის შემთხვევაში მკურნალობის შეწყვეტა უნდა განიხილოს.
შესაძლებელია გარე ორსულობა განვითარდეს ქალებში, რომელთაც ფალოპის მილები (კვერცხუჯრედის საკვერცხიდან საშვილოსნოში გადამტანი მილი) აქვთ დაზიანებული. აქედან გამომდინარე, ექიმმა გარე ორსულობის რისკის აღმოფხვრის მიზნით ადრეული ულტრაბგერითი გამოკვლევა უნდა ჩაგიტაროთ.
ხელოვნური განაყოფიერების ტექნიკის ან კვერცხუჯრედების წარმოქმნის მიზნით საკვერცხეების სტიმულირების დროს მუცლის მოშლის რისკი ჩვეულებრივ ქალებთან შედარებით უფრო მაღალია.
წარსულში ან ახლო პერიოდში ფეხებში ან ფილტვებში სისხლის თრომბი თუ წარმოგექმნათ, გულის შეტევა ან ინფარქტი თუ გადაიტანეთ, ან მათგან ერთერთი თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს თუ განუვითარდა, OVITRELLE-ით მკურნალობის დროს ამ პრობლემების განვითარების ან გაუარესების რისკი უფრო მაღალია.
OVITRELLE-ით გამოყენების შემდეგ ან გამოყენებიდან 10 დღის განმავლობაში სისხლით ან შარდით ორსულობის ტესტის ჩატარების/ჩატარებინების შემთხვევაში ცრუ დადებითი შედეგის მიღების ალბათობა არსებობს. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ჩამოთვლილ გაფრთხილებათაგან რომელიმე გეხებათ ან წარსულში გეხებოდათ.

OVITRELLE-ის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
მიღების მეთოდის გათვალისწინებით საკვებთან და სასმელთან არ ურთიერთქმედებს.

ორსულობა
მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ხართ ორსულად, OVITRELLE არ უნდა მიიღოთ.
თუ მკურნალობის დროს მიხვდებით, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია
მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაციის პერიოდში OVITRELLE-ის გამოყენება არ უნდა განხორციელდეს.

სატრანსპორტი საშუალებებისა და დანადგარების მართვა
OVITRELLE-ს ავტომობილის მართვის ანდა მექანიზმების გამოყენების უნარზე უმნიშვნელო ზემოქმედებას ახდენს ან ზემოქმედებას საერთოდ არ ახდენს.

OVITRELLE-ის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხარე ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია
OVITRELLE თითოეულ „დოზა“-ში 1 მმოლ (23 მგ)-ზე მცირე რაოდენობით ნატრიუმს შეიცავს, ანუ სინამდვილეში „ნატრიუმს არ შეიცავს“.

სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება
თუ ამჟამად ან ახლახან იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ ნებისმიერ მედიკამენტს, გთხოვთ, აღნიშნულზე აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

3. როგორ უნდა მიიღოთ OVITRELLE?
OVITRELLE ყოველთვის ზუსტად ისე მიიღეთ, როგორც ექიმი დაგინიშნავთ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სწორად მიღებისა და დოზის/მიღების სიხშირის ინსტრუქციები:
• OVITRELLE-ის რეკომენდირებული დოზა არის ერთი შპრიცის სახით გადმოცემული 1 მოხმარებისთვის მზა შპრიცი (250 მიკროგრამი/0,5 მლ).
• თქვენი ექიმი განგიმარტავთ თუ როდის უნდა გაიკეთოთ OVITRELLE.
მიღების გზა და მეთოდი:
• OVITRELLE-ის ინექციით კანის ქვეშ შეყვანა ხორციელდება.
• თითოეული მოხმარებისთვის მზა შპრიცი მხოლოდ ერთჯერადი ინექცირებისთვის არის განკუთვნილი. მხოლოდ ნაწილაკების გარეშე, გამჭვირვალე ხსნარი უნდა იქნეს გამოყენებული.
• თქვენი ექიმი ან ექთანმა გიჩვენებთ თუ როგორ უნდა გამოიყენოთ OVITRELLE-ის მოხმარებისთვის მზა შპრიცი ინექცირებისთვის.
• OVITRELLE-ის ინექცირება განახორციელეთ ისე, როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა გასწავლათ.
• გამოყენების შემდეგ გამოყენებული შპრიცი უსაფრთხო ფორმით გაანადგურეთ.
შესაძლებელია ინექცირება ექიმმა ან ექთანმა განახორციელოს, ან თქვენდა თქვენს მეუღლეს შეგიძლიათ სახლში ინექცირებასთან დაკავშირებით ტრენინგი გაიაროთ.
OVITRELLE-ის თქვენი თავისთვის გაკეთებას თუ აპირებთ, გთხოვთ ყურადღებით გაეცანით შემდეგ მითითებებს:
1. დაიბანეთ ხელები. მნიშვნელოვანია რომ ხელები და გამოსაყენებელი ნივთები მაქსიმალურად სუფთა იყოს.
2. ყველა საჭირო ნივთი მოამზადეთ. არ დაგავიწყდეთ რომ მედიკამენტის კოლოფში ალკოჰოლიანი ბამბა არ არის მოცემული. სუფთა ადგილი მოძებნეთ და ყველაფერი იქ დააწყვეთ:
• ორი ცალი ალკოჰოლიანი ბამბა
• პრეპარატის შემცველი ერთი მოხმარებისთვის მზა შპრიცი
3. ინექცირება:
მაშინვე განახორციელეთ ხსნარის ინექცირება: ექიმი ან ექთანი გეტყოდათ თუ სად უნდა განახორციელოთ ინექცირება (მაგ: მუცელი, ბარძაყის წინა მხარე). არჩეული ადგილი ალკოჰოლიანი ბამბით გაასუფთავეთ. კანზე თითებით მოუჭირეთ და ნემსი 45-დან 90-მდე გრადუსიანი კუთხით დართზე ისრის ჩარჭობის მსგავსად ჩაარჭეთ.

თქვენთვის ნასწავლები ფორმით ინექცირება კანქვეშ განახორციელეთ. სისხლძარღვში პირდაპირი ინექცირება არ განახორციელოთ. ხსნარი დგუშზე ნელი მიწოლით შეიყვანეთ კანქვეშ. მთლიანი შპრიცის ინექცირებისთვის საჭირო დრო გამოიყენეთ. დაუყოვნებლივ ნემსი ამოიღეთ და ალკოჰოლიანი ბამბით წრიული მოძრაობებით გაწმინდეთ კანი.
4. გაანადგურეთ ყველა გამოყენებული მასალა: ინექცირების დამთავრების შემდეგ ცარიელი შპრიცი გადააგდეთ. გამოუყენებელი ხსნარიც მთლიანად უნდა გადააგდოთ.
• სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:
OVITRELLE ბავშვებში არ მიიღება.

ხანდაზმულებში გამოყენება:
ხანდაზმულებში მიღებასთან დაკავშირებით მონაცემები არ არის.

• სპეციალური მიღების შემთხვევები:
თირკმელების უკმარისობა / ღვიძლის უკმარისობა:
თირკმელების ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში OVITRELLE-ის უსაფრთხოება და სარგებელი არ არის დადგენილი.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ OVITRELLE-ის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ საჭიროზე მეტი OVITRELLE მიიღეთ:
OVITRELLE-ის გადაჭარბებული დოზა თუ მიიღეთ, საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის განვითარების ალბათობა არსებობს. მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილი თუ გაქვთ, წონაში სწრაფად თუ მოიმატეთ, გულისრევა ან ღებინება ან სუნთქვის გაძნელება თუ გაქვთ, დაუყოვნებლივ ექიმს უნდა მიმართოთ.
თუ საჭიროზე მეტი OVITRELLE მიიღეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ OVITRELLE-ის მიღება:
OVITRELLE-ის მიღება თუ დაგავიწყდებათ, როგორც კი გაგახსენდებათ რომ დოზის მიღება დაგავიწყდათ, მიმართეთ ექიმს.
გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

4. რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?
სხვა წამლების მსგავსად, მგრძნობიარე ადამიანებს OVITRELLE-ის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებზე შეიძლება განუვითარდეთ გვერდითი მოვლენები.
გვერდითი მოვლენები სიხშირის მიხედვით შემდეგ კატეგორიებად კლასიფიცირდება:
ძალიან ხშირი: ვლინდება 10-დან სულ მცირე 1 პაციენტში.
ხშირი: ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
არახშირი: ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
იშვიათი: ვლინდება 1000-ში 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 10 000-ში 1-ზე მეტ პაციენტში.
ძალიან იშვიათი: ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.
უცნობია: ხელმისაწვდომი მონაცემებით შეფასება შეუძლებელია.
თუ შეამჩნევთ რომელიმე ჩამოთვლილთაგანს, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ OVITRELLE-ის მიღება, აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
• სწრაფი და არარეგულარული მაჯისცემის, ენისა და ყელის შეშუპების, ცემინების, ხიხინიანი სუნთქვის ან სუნთქვის სერიოზული გაძნელების მსგავსი ალერგიული რეაქციების ძალიან იშვიათია.
• მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილი და მასთან ერთად გულისრევა ან ღებინება შესაძლებელია საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის (OHSS) სიმპტომებს წარმოადგენდნენ. შესაძლებელია ეს მდგომარეობა მკურნალობეაზე საკვერცხეების გადაჭრბებულ პასუხზე და საკვერცხეების დიდი ზომის კისტების განვითარებაზე მიუთითებდეს (იხ. ნაწილი 2). ეს მდგომარეობა ხშირია.
• შესაძლებელია OHSS უფრო გამწვავდეს საკვერცხეების გაზრდით, შარდის წარმოების შემცირებით, წონაში მატებით, სუთქვის გაძნელებით და/ან კუჭში ან გულმკერდში შესაძლო სითხის დაგროვებით. ეს გვერდითი მოვლენა არ არის ხშირი.
• OHSS-ს დროს შესაძლებელია იშვიათად საკვერცხეების შემობრუნების ანდა სისხლში თრომბის წარმოქმნის მსგავსი გართულებები წარმოიშვას.
• ძალიან იშვიათად შესაძლებელია ზოგჯერ OHSS-სგან დამოუკიდებლად განვითარებული სერიოზული სისხლის შედედების (თრომბოემბოლური შემთხვევბი) გართულებები წარმოიშვას. ეს მდგომარეობა შესაძლებელია გულმკერდის ტკივილის, სუნთქვის გაძნელების, ინფარქტის ან გულის შეტევის მიზეზი გახდეს (იხ. ნაწილი 2)
ყველა მათგანი სერიოზული გვერდითი მოვლენებია. რომელიმე მათგანი თუ გამოვლინდება, შესაძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან თქვენი საავადმყოფოში დაწოლა გახდეს საჭირო.

გამოვლენილი სხვა გვერდითი მოვლენები ქვევით გამოვლენის სიხშირის მიხედვით არის მოცემული:
ხშირი:
• თავის ტკივილი, თავის დაღლილად შეგრძნება.
• ტკივილის, სიწითლის ან შეშუპების მსგავსი ლოკალური რეაქციები ინექცირების ადგილას.
არახშირი:
• დიარეა,
• თავის დეპრესულად (გაუარესებული ფსიქიკური მდგომარეიბა), გაღიზიანებულად ან მოუსვენრად შეგრძნება.
• ძუძუების ტკივილი
ძალიან იშვიათი:
• კანზე გამონაყარის მსგავსი სუსტი ალერგიული რეაქციები.
თქვენი ექიმის მიერ გამოყენებული დამხმარე განაყოფიერებით ტექნიკების შედეგად გარე ორსულობა, საკვერცხის შემობრუნება (საკვერცხეებზე ზემოქმედების მომხდენი მდგომარეობა) და სხვ გართულებები განვითარდეს.
თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების აღრიცხვა
მოხმარების ინსტრუქციაში ნახსენები ან სხვა გვერდითი მოვლენის დადგომის შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აგრეთვე, გადატანილი გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ თურქეთის ფარმაკოვიგილაციის ცენტრს (TUFAM), რისთვისაც შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებ-გვერდზე: www.titck.gov.tr და გადახვიდეთ „მედიკამენტის გვერდითი მოვლენების შეტყობინების“ გვერდზე, ან დარეკოთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების სპეციალურ ხაზზე: 0 800 314 00 08. გადატანილ გვერდით მოვლენებზე შეტყობინებით საკუთარ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ მიღებული მედიკამენტის უსაფრთხოების გაზრდაში.

5. როგორ შეინახოთ OVITRELLE?
შეინახეთ OVITRELLE ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და მის შეფუთვაში.
OVITRELLE 2°C-8°C ტემპერატურაზე მაცივარში შეინახეთ. შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში.
OVITRELLE-ის 250 მიკროგრამიანი საინექციო ხსნარი თაროზე შენახვის ვადის განმავლობაში, იმ შემთხვევაში თუ მაცივარი არ არის, ოთახის ტემპერატურაზე (25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე) შესაძლებელია 30 დღემდე შენახულ იქნეს. 30 დღის განმავლობაში თუ არ მოხდება გამოყენება, მისი გადაგდება უნდა განხორციელდეს.

პრეპარატის მიღებისას ყურადღება მიაქციეთ მისი შენახვის ვადას.
არ მიიღოთ OVITRELLE ეტიკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ / ვარგისიანობის ვადის გასვლამდე მიიღეთ.
OVITRELLE მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის არის განკუთვნილი.
გამოუყენებელი მთლიანი ხსნარი უნდა გადააგდოთ.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! ასეთი მედიკამენტები გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.

წარმოების ლიცენზიის მფლობელი:
სს. „მერჯიქ ილაჩ ეჯზა ვე ქიმია თიჯ.“ (Merck İlaç Ecza ve Kimya Tic.A.Ş.)
ათაშეჰირ / სტამბული
წარმოების ადგილი:
Merck Serono S.P.A.
Modugno/Bari/იტალია

მოხმარების ინსტრუქცია დამტკიცდა 28 / 12 / 2018 წელს.