საინექციო ხსნარისთვის ლიოფილიზირებული ფხვნილი
გამოიყენება კანის ქვეშ (სუბკუტანურად) ანდა კუნთში (ინტრამუსკულარულად).
სტერილური
• აქტიური ნივთიერება: თითოეული ლიოფილიზირებული ფხვნილის შემცველი ფლაკონი შეიცავს 75 I.U. მენოტროპინს [(75 I.U. ადამიანის ფოლიკულის მასტიმულირებელ ჰორმონს (FSH) და 75 I.U. მალუთეინიზირებელ ჰორმონს (LH), რომელიც შეესაბამება ადამიანის მენოპაუზის გონადოტროპინს (hMGI))]. ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი (hCG), რომელიც გვხვდება ბუნებრივად დაორსულებულ ქალის შარდში, საერთო LH (მალუთეინიზირებელი ჰორმონი) აქტივობაში მონაწილეობისთვის არის დამატებული.
• დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი. გამხსნელის ამპულა შეიცავს ნატრიუმის ქლორიდს და საინექციო წყალს.
გთხოვთ, ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცნოთ აღნიშნულ მოხმარების წესებს, რადგან ინსტრუქცია თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
- შეინახეთ მოხმარების ინსტრუქცია. შეიძლება მოგვიანებით ხელახლა წაკითხვა დაგჭირდეთ;
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს;
- თუ მედიკამენტი პირადად თქვენ დაგენიშნათ, არ მისცეთ სხვას;
- მედიკამენტის მიღების პერიოდში, ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას, თქვენს ექიმს უთხარით, რომ იღებთ ამ მედიკამენტს;
- ზუსტად დაიცავით ინსტრუქციაში მოცემული წესები. არ მიიღოთ იმაზე მეტი ან ნაკლები დოზა, რაც დაგენიშნათ.
აღნიშნული მოხმარების ინსტრუქციაში მიიღებთ პასუხებს შემდეგ კითხვებზე:
1. რა არის MERIOFERT® -ი და რისთვის გამოიყენება?
2. MERIOFERT® -ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?
3. როგორ უნდა მიიღოთ MERIOFERT® -ი?
4. რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?
5. როგორ შეინახოთ MERIOFERT® -ი?
1. რა არის MERIOFERT® -ი და რისთვის გამოიყენება?
MERIOFERT® შეიცავს მენოტროპინს გონადოტროპინების ჯგუფიდან, როგორც აქტიური ნივთიერება. მენოტროპინი შეიცავს ადამიანის ფოლიკულის მასტიმულირებელ და მალუთეინიზირებელ ჰორმონს და ეს ჰორმონები ინარჩუნებენ რეპროდუქციული ორგანოების ნორმალურ ფუნქციონირებას ადამიანებში.
MERIOFERT® აქტიური ნივთიერების შემცველი ფლაკონისა (თეთრი ლიოფილიზებული ფხვნილი) და საინექციო ხსნარის მოსამზადებლად გამხსნელი ამპულისაგან (გამჭვირვალე უფერო ხსნარი) შემდგარ შეფუთვაში, პაციენტისთვის გამოყენების ინსტრუქციის შემცველ მუყაოს კოლოფშია წარმოდგენილი.
MERIOFERT®;
• მენსტრუაციული ციკლის არმქონე ანდა მენსტრუაციული ციკლის არარეგულარულად მქონე ქალების ჩათვლით, და ქალებში რომლებიც არ რეაგირებენ სხვა მკურნალობაზე (კლომიფენის ციტრატი) კვერცხუჯრედის განვითარების დაწყებისთვის;
• ექსტრაკორპორალური განაყოფიერების (IVF), გამეტების გადატანა ფალოპის მილებში (GIFT), ზიგოტების გადატანა ფალოპის მილებში (ZIFT) და ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექციის (ICSI) მსგავსი „დახმარებული რეპროდუქციული ტექნიკით“ მკურნალობის დროს კვერცხუჯრედების დიდი რაოდენობის მისაღებად საკვერცხეების ჩვეულებრივზე მეტად სტიმულირება;
• გამოიყენება მამაკაცებში დაბალი სქესობრივი ჰორმონების გამო სპერმის წარმოების არარსებობის შემთხვევაში ადამიანის ქორიონული გონადოტროპინით მკურნალობასთან ერთად.
2. MERIOFERT® -ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?
MERIOFERT® -ი არ გამოიყენოთ ქვემოთ მოცემულ შემთხვევებში
თუ;
• თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობა) აქტიური ნივთიერების მენოტროპინის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
• თუ გაქვთ ჰიპოფიზის ან ტვინის სიმსივნე (მაგ., ჰიპოთალამუსი);
თუ ქალი ხარ და;
• თუ საკვერცხეში გაქვთ კისტა, რომელიც არ არის დაკავშირებული საკვერცხის ზრდასთან ან პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომთან (ჰორმონების დისბალანსი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს არარეგულარული მენსტრუაცია);
• თუ გაქვთ დაუზუსტებელი მიზეზის მქონე ვაგინალური სისხლდენა,
• თუ გაქვთ სიმსივნე რეპროდუქციულ გზებში და ორგანოებში (როგორიცაა საკვერცხე, მკერდი, საშვილოსნო);
• თუ თქვენ გაქვთ ყოველგვარი მიზეზის გარეშე განვითარებული საკვერცხის (პირველადი) უკმარისობა;
• თუ გაქვთ სასქესო ორგანოების დარღვევა რომელიც იწვევს უნაყოფობას;
• თუ გაქვთ სიმსივნე/სიმსივნეები საშვილოსნოში, რომელიც ხელს შეუშლის ორსულობას;
• თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ;
• თუ საშვილოსნო გაქვთ ამოკვეთილი ან დაგეწყოთ ადრეული მენოპაუზა;
თუ ხართ მამაკაცი და;
• არ უნდა გამოიყენოთ MERIOFERT-ი თუ თქვენ გაქვთ სათესლე ჯირკვლის უკმარისობა (მაგ., სათესლე ჯირკვლის პირველადი უკმარისობა) რაიმე მიზეზის გარეშე.
MERIOFERT® -ის მიღების შემთხვევაში, სიფრთხილე გამოიჩინეთ, თუ:
• თუ გაქვთ საკვერცხეების გადაჭარბებული სტიმულაცია ან თუ ეს გამოვლინდა მკურნალობის დროს. თქვენი საკვერცხეების გადაჭარბებული სტიმულაციის პირველი ნიშნებია მუცლის არეში ტკივილი და გულისრევა, ღებინება, დიარეა და წონის მომატება. თუ ასეთი მდგომარეობა გამოვლინდა თქვენი ექიმი გადაწყვეტს გააგრძელოთ თუ არა მკურნალობა. თუ თქვენი ექიმი გადაწყვეტს თქვენი მკურნალობის შეწყვეტას, ის გირჩევთ არ გქონდეთ მინიმუმ 4 დღის განმავლობაში სქესობრივი კავშირი ან გამოიყენოთ პრეზერვატივი.
• თუ გაქვთ მილების დაავადების ისტორია (გაჭედილი ან დაზიანებული მილები); არსებობს საშვილოსნოს გარე ორსულობის რისკი. თქვენი ექიმი მოგაწვდით ინფორმაციას ამ თემის შესახებ.
• აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ თრომბოემბოლიის რისკ-ფაქტორები (სისხლძარღვთა ობსტრუქცია სისხლის შედედების გამო).
თუ ეს გაფრთხილებები ეხება თქვენს, თუნდაც წარსულში ნებისმიერ დროს, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.
პაციენტებმა, რომლებიც იყენებენ MERIOFERT-ს, ასევე უნდა იცოდნენ ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების შესახებ;
• MERIOFERT-ით ორსულობაზე დიდია მრავლობითი ორსულობის ალბათობა. მრავლობითი ორსულობა ჩვეულებრივ სრულდება ტყუპების დაბადებით.
• ისევე როგორც სხვა ნორმალურ ორსულობებში, MERIOFERT-ით ორსულობისას არსებობს სპონტანური აბორტის რისკი.
• მამაკაცებში სათესლე ჯირკვლის უმიზეზო უკმარისობისას პაციენტებმა შეიძლება არ უპასუხონ MERIOFERT მკურნალობას. თქვენი ექიმი მინიმუმ 4-6 თვის განმავლობაში რეგულარულად ჩაატარებს ტესტებს თქვენი სპერმის შესაფასებლად.
MERIOFERT® -ის მიღება საკვებსა და სასმელთან ერთად
გამოყენების მეთოდის გამო, MERIOFERT-ი არ მოქმედებს საკვებსა და სასმელზე.
ორსულობა
მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
MERIOFERT® არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს.
თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია
მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
MERIOFERT® არ უნდა იქნას გამოყენებული ლაქტაციის დროს.
სატრანსპორტო საშუალებებისა და დანადგარების მართვა
MERIOFERT®-ს არ აქვს ცნობილი ეფექტი ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
MERIOFERT® -ის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხარე ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია
თუ არ ხართ მგრძნობიარე MERIOFERT®-ში შემავალი დამხმარე ნივთიერებების მიმართ, MERIOFERT®-ის გამოყენებასთან დაკავშირებით უარყოფითი ეფექტები არ არის მოსალოდნელია.
სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება
არ გამოიყენოთ MERIOFERT®-ი სხვა პრეპარატებთან ერთად ექიმის რჩევის გარეშე.
არ მიიღოთ MERIOFERT®-ი იმავე შპრიცში სხვა სამკურნალო საშუალებებთან შერევით.
თუ ამჟამად ან ახლახან იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ ნებისმიერ მედიკამენტს, გთხოვთ, აღნიშნულზე აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
3. როგორ უნდა მიიღოთ MERIOFERT® -ი ?
ყოველთვის გამოიყენეთ MERIOFERT®-ი ექიმის მიერ დანიშნულ რაოდენობით და ზუსტად ისე, როგორც აღწერილია. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
MERIOFERT®-ი ჩვეულებრივ ინიშნება ექიმის ან სათანადოდ მომზადებული პერსონალის მიერ. იმ შემთხვევაში თუ პრეპარატი მომზადდება თქვენ მიერ და კანქვეშ ინექცირებისთვის, დარწმუნდით, რომ ამასთან დაკავშირებით მიიღეთ საკმარისი ინფორმაცია თქვენი ექიმისგან.
• სწორად მიღებისა და დოზის/მიღების სიხშირის ინსტრუქციები:
წამლის დოზას განსაზღვრავს თქვენი ექიმი მკურნალობამდე და მის შემდეგ ჩატარებული ტესტების შედეგების მიხედვით. დოზა უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად, ულტრაბგერითი გამოკვლევით და/ან შრატში ესტრადიოლის დონით ფოლიკულის ზომის გაზომვის საფუძველზე და პაციენტის მკურნალობაზე რეაქციის მიხედვით. ზოგადად რეკომენდებული საწყისი დოზაა 75 1.U.-150 1.U. ეს დოზა შეიძლება გაიზარდოს თანდათან ექიმმა წამალზე თქვენი პასუხის მიხედვით. მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა განსაზღვროს ექიმმა წამალზე თქვენი პასუხის მიხედვით. მკურნალობის საერთო ხანგრძლივობა ქალებში შეიძლება გაგრძელდეს 4-5 კვირამდე. მამაკაცებში ის უნდა იქნას გამოყენებული მინიმუმ სამი თვის განმავლობაში.
მიღების გზა და მეთოდი:
MERIOFERT®-ი უნდა იქნას გამოყენებული კანქვეშ (სუბკუტანურად) ან კუნთში (ინტრამუსკულარულად). არ უნდა იქნას გამოიყენებული ვენური გზით (ინტრავენურად). MERIOFERT®-ი არ უნდა იქნას მიღებული პერორალურად.
პირველი ინექცია უნდა გაკეთდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. შემდგომი გამოყენებისთვის, ექიმი დეტალურად აგიხსნით, როგორ გამოიყენოთ წამალი. საინექციო ხსნარი მიიღება ფლაკონში ფხვნილის გახსნით მუყაოს კოლოფში არსებული გამხსნელის ამპულის დახმარებით. შესაძლებელია MERIOFERT®-ის 5 ფლაკონის გახსნა 1 მლ გამხსნელის ამპულით. შპრიცში ამოსაღები ხსნარი გამოყენების დროს უნდა მომზადდეს. მომზადებული ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. მნიშვნელოვანია, რომ ხელები და გამოყენებული მასალები სუფთა იყოს. ამიტომ, ჯერ ხელები დაიბანეთ. დარწმუნდით, რომ ის ადგილი, სადაც დადებთ გამოსაყენებელ მასალას, სუფთაა.
გამხსნელის მომზადება:
გამხსნელის ამპულის ყელზე დაინახავთ პატარა ფერად ნიშანს, რომელიც გააადვილებს ამპულის გატეხვას. სანამ გამხსნელის ამპულას წვერს მოატეხეთ, ამპულას თავში მსუბუქ მირტყით თითი, რათა ჩამოიწუროს სითხე, რომელიც შეიძლება ზემოთ იყოს დარჩენილი. მჭიდროდ დააჭირეთ ამპულის თავის მოსატეხად აღნიშნული ფერადი ნიშნის ქვეშ და მოატეხეთ თავი, მოათავსეთ გახსნილი ამპულა ვერტიკალურად სუფთა ადგილზე.
შპრიცს გაუკეთეთ ნემსი. ნემსი ჩაყავით გამხსნელიან ამპულაში და გამხსნელი შპრიცში გაავსეთ.
ნემსზე შეუხებლად შპრიცი სუფთა ადგილას დადეთ.
საინექციო ხსნარის მომზადება:
1.- MERIOFERT®-ის შემცველ ფლაკონს მოხსენით ალუმინის დამცავი და კაუჩუკის საცობი გაწმინდეთ სპირტიანი ბამბით.
2.- გამხსნელის შემცველი შპრიცი აიღეთ ხელში. გამხსნელიანი შპრიცის ნემსი ჩაარჭეთ კაუჩუკის საცობის გავლით ფლაკონში და შპრიცში არსებული გამხსნელი ბოლომდე ნელა ჩაუშვით ფლაკონში.
3.- ფხვნილი ზოგადად სწრაფად იხსნება. თუ საჭირო გახდება ფხვნილის სრულიად გახსნამდე ფლაკონი აქაფების გარეშე ხელში მსუბუქად შეატრიალეთ. ფლაკონში არსებული საინექციო ხსნარი შპრიცში გაავსეთ. დარწმუნდით რომ საინექციო ხსნარი მთლიანად ამოიღეთ.
კანქვეშ გამოყენება (სუბკუტანურად):
• გამოყენებული ნემსი გამოვაძროთ შპრიცს და ახალი ნემსი გავუკეთოთ (სუბკუტანური ტიპის)
• დაიჭირეთ შპრიცი ვერტიკალურად, ნემსით ზემოთ, ნაზად შეეხეთ შპრიცს ისე, რომ ჰაერის ბუშტები შეგროვდეს ზემოდან. ნაზად დააწექით დგუში ჰაერის ბუშტების გამოსადევნად. როდესაც ხსნარის წვეთი გამოჩნდება ნემსის წვერზე, მოცემული ჰაერი იქნება გამოდევნილი.
• შპრიცში MERIOFERT®-ის რაოდენობა დაარეგულირეთ თქვენი ექიმის დანიშნულების მიხედვით.
• ექიმს ან სამედიცინო ჯგუფს უნდა მოეწოდებინათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად გაიკეთოთ MERIOFERT®-ის ინექცია (მაგ. მუცელი, ბარძაყები).
• ინექციისთვის შერჩეული ადგილი გაწმინდეთ სპირტიანი ბამბით. მოამწყვდიეთ კანი თითის წვერებში და ჩაარჭეთ ნემსი 45-90 გრადუსიანი კუთხით დაჭერილ კანში. შპრიცში არსებული ხსნარი დგუშზე ნელა დაჭერით მთლიანა შეიყვანეთ კანქვეშ.
• გაფრთხილება: არ გააკეთოთ ინექცია ინტრავენურად.
• სწრაფად ამოიღეთ ნემსი და მოიწმინდეთ ინექციის ადგილი სპირტიანი ბამბით.
გამოუყენებელი ხსნარი უნდა გადააგდოთ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:
მიღება ბავშვებში:
MERIOFERT®-ი არ გამოიყენება ბავშვებში.
მიღება ხანდაზმულებში:
MERIOFERT®-ი არ გამოიყენება 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში.
• სპეციალური მიღების შემთხვევები:
მას განსაკუთრებული გამოყენება არ აქვს.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ MERIOFERT®-ის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ საჭიროზე მეტი MERIOFERT®-ი მიიღეთ:
თუ თქვენ გამოიყენეთ იმაზე მეტი MERIOFERT®-ი ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ MERIOFERT® -ის მიღება:
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ განსაზღვრულ დროს. მისაღებ დოზა ზედიზედ თუ გააცდენთ აცნობეთ ექიმს. შეიძლება ამ მდგომარეობიდან გამომდინარე მკურნალობის ხელახლა დაწყება გახდეს საჭირო.
დოზის ანაზღაურების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
MERIOFERT® -ით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში განვითარებული შესაძლო გვერდითი მოვლენები:
ექიმის მითითების გარეშე არ შეამციროთ MERIOFERT®-ის დოზა და არ შეწყვიტოთ მკურნალობა. MERIOFERT®-ით მკურნალობის შეწყვეტის გამო მკურნალობის ხელახლა დაწყება შეიძლება გახდეს საჭირო.
4. რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?
სხვა წამლების მსგავსად, მგრძნობიარე ადამიანებს MERIOFERT®-ის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებზე შეიძლება განუვითარდეთ გვერდითი მოვლენები.
თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მოხდა, შეწყვიტეთ MERIOFERT®-ის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
ქალებში გამოყენების მიხედვით;
იშვიათი (1000 პაციენტში 1-ზე ნაკლები, მაგრამ 10000 პაციენტში 1-ზე მეტი)
• საკვერცხეების ჰიპერსტიმულაცია (საკვერცხეების გადაჭარბებული მუშაობა)
ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია.
თუ აღგენიშნებათ ერთ-ერთი სიმპტომი, ეს ნიშნავს, რომ შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია. ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა ძალზე იშვიათია.
თუ შეამჩნევთ რომელიმე ჩამოთვლილთაგანს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
მამაკაცებში გამოყენების მიხედვით;
იშვიათი (1000 პაციენტში 1-ზე ნაკლები, მაგრამ 10000 პაციენტში 1-ზე მეტი)
• სისხლის შედედება მუცლის არეში (მსგავსი პრეპარატების შემთხვევაში გამოვლინდა, ასევე შეიძლება მოხდეს MERIOFERTS®-ის გამოყენებისას).
ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო ჩარევა.
სერიოზული გვერდითი მოვლენა ძალზე იშვიათია.
თუ შეამჩნევთ რომელიმე ჩამოთვლილთაგან, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს:
ქალებში გამოყენების მიხედვით;
ხშირი (10 პაციენტში 1-ზე ნაკლები, მაგრამ 100 პაციენტში 1-ზე მეტი)
• მუცლის ტკივილი (ჩვეულებრივ გულისრევითა და ღებინებით)
• ექტოპიური ორსულობა (საშვილოსნოსგარე ორსულობა. ორსულობა ვითარდება საშვილოსნოსგარე)
მამაკაცებში გამოყენების მიხედვით;
ხშირი (10 პაციენტში 1-ზე ნაკლები, მაგრამ 100 პაციენტში 1-ზე მეტი)
• წონის მომატება
• აკნე (მუწუკები)
• ძუძუების შეშუპება
ზემოაღნიშნულზე დამატებით, აღწერილია შემდეგი გვერდითი მოვლენებიც: ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პაციენტში)
• რეაქციები ინექციის ადგილზე (ტკივილი, სიწითლე, შეშუპება, სისხლჩაქცევები, გაღიზიანება),
• თავის ტკივილი
ხშირი (10 პაციენტში 1-ზე ნაკლები, მაგრამ 100 პაციენტში 1-ზე მეტი)
• მუცლის შებერილობა
არახშირი (ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში).
• ღრმა ვენების თრომბოზი (ვენის ოკლუზია)
ძალიანიშვიათი (ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში).
• მსუბუქი სისტემური ალერგიული რეაქციები (მაგ.: სიწითლე, გამონაყარი, სახის შეშუპება)
• თრომბოემბოლია (სისხლძარღვში ან გულში სისხლის შედედების შედეგად გამოწვეული ოკლუზია, რომელსაც ჩვეულებრივ თან ახლავს საკვერცხის მძიმე ჰიპერსტიმულაციის სინდრომი)
• ერითემა (კანზე სიწითლე), ქავილი
ძალიან იშვიათ შემთხვევებში; მენოტროპინის შემცველი პრეპარატების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ანტისხეულების წარმოქმნა, რაც მკურნალობას არაეფექტურს ხდის.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების აღრიცხვა
მოხმარების ინსტრუქციაში ნახსენები ან სხვა გვერდითი მოვლენის და დგომის შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აგრეთვე, გადატანილი გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ თურქეთის ფარმაკოვიგილაციის ცენტრს (TUFAM), რისთვისაც შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებ-გვერდზე: www.titck.gov.tr და გადახვიდეთ „მედიკამენტის გვერდითი მოვლენების შეტყობინების“ გვერდზე, ან დარეკოთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების სპეციალურ ხაზზე: 0 800 314 00 08. გადატანილ გვერდით მოვლენებზე შეტყობინებით საკუთარ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ მიღებული მედიკამენტის უსაფრთხოების გაზრდაში.
5. როგორ შეინახოთ MERIOFERTS®-ი?
შეინახეთ MERIOFERTS®-ი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და მისშეფუთვაში.
MERIOFERTS®-ი შეინახეთ 250C-ზედაბალ ოთახის ტემპერატურაზე. ბოთლს მჭიდროდ დახურეთ თავსახური ტენიანობისგან დასაცავად. MERIOFERTS®-ი უნდა სინათლისგან დასაცავად შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.
თუ მომზადებული ხსნარი ამღვრეულია ან შეიცავს უხსნად ნივთიერებებს, ფლაკონი არ უნდა იქნას გამოყენებული და უნდა გადააგდოთ.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.
არ მიიღოთ MERIOFERTS®-ი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ MERIOFERT®-ი, თუ შეამჩნევთ რაიმე დეფექტს პროდუქტში და/ან მის შეფუთვაში. არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! ასეთი მედიკამენტები გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.
ლიცენზიის №: 11.06.2012- 133/22
წარმოების ლიცენზიის მფლობელი:
შპს „იბსა ილაჩ საჰ. ვე თიე.“ ( IBSA İlaç Sah. ve Tie, Ltd. Sti.)
ფულიაა უბანი ბუყუკდერეს გამზირი Torün Center
D ბლოკი, ბინის No: 74 D/5 შიშლი/სტამბული
წარმოების ადგილი:
ლიოფილიზირებული ფხვნილის შემცველი ფლაკონი:
IBSA Institut Biochimique SA
Via Cantonale Zona Serta 6814 Lamone,
შვეიცარია
გამხსნელის შემცველი ამპულა:
IBSA Farmaceutici Italia srl
Via Martiri di Cefalonia 2 26900 Lodi, იტალია
მოხმარების ინსტრუქცია დამტკიცდა 09 / 03/ 2015 წელს.