გონაპეპტილი 0.1mg/ml #7

გამოყენების ინსტრუქცია

შტრიხკოდი: 2009055001

GONAPEPTYL 0.1mg/ml #7 

საინექციო ხსნარი
გამოიყენება კანქვეშ ინექცირებით.
სტერილური
• აქტიური ნივთიერება: 1 მლ-იანი საინექციო საშუალება 95,6 მიკროგრამი ტრიპტორელინის ექვივალენტ 100 მიკროგრამ ტრიპტორელინის აცეტატს შეიცავს.
• დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, გაყინვადი ძმარმჟავა, საინექციო წყალი.
გთხოვთ, ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცნოთ აღნიშნულ მოხმარების წესებს, რადგან ინსტრუქცია თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
- შეინახეთ მოხმარების ინსტრუქცია. შეიძლება მოგვიანებით ხელახლა წაკითხვა დაგჭირდეთ;
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს;
- თუ მედიკამენტი პირადად თქვენ დაგენიშნათ, არ მისცეთ სხვას;
- მედიკამენტის მიღების პერიოდში, ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას, თქვენს ექიმს უთხარით, რომ იღებთ ამ მედიკამენტს;
- ზუსტად დაიცავით ინსტრუქციაში მოცემული წესები. არ მიიღოთ იმაზე მეტი ან ნაკლები დოზა, რაც დაგენიშნათ.

აღნიშნული მოხმარების ინსტრუქციაში მიიღებთ პასუხებს შემდეგ კითხვებზე:
1. რა არის GONAPEPTYL და რისთვის გამოიყენება?
2. GONAPEPTYL-ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?
3. როგორ უნდა მიიღოთ GONAPEPTYL?
4. რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?
5. როგორ შეინახოთ GONAPEPTYL?

1. რა არის GONAPEPTYL და რისთვის გამოიყენება?
GONAPEPTYL არის სინთეტიკური მედიკამენტი, რომელიც გონადოტროპინის (ჰორმონები, რომელთაც გააჩნიათ უნარი რეპროდუქციულ ორგანოებში კვერცხუჯრედის წარმოების მიზნით ამ სისტემების სტიმულირება მოახდინონ) გამათავისუფლებელი ჰორმონების მსგავს ჯგუფში შედის.
სხეულში არსებული სასქესო ჰორმონების წარმოებას ამცირებს.
გამჭვირვალე, უფერო საინექციო ხსნარია.
GONAPEPTYL-ის კოლოფში ნემსთან და ნემსის მყარ თავსახურთან ერთად 1 მლ ხსნარის შემცველი მოხმარებისთვის მზა 7 შპრიცი არის მოთავსებული.
GONAPEPTYL მამაკაცებში,
• ჰორმონებთან დაკავშირებით ლოკალურად პროგრესირებული ან გავრცელებული (მეტასტაზური) პროსტატის ჯირკვლის კიბოს მკურნალობაში
• პროსტატის კიბოს ჰორმონებზე მგრძნობელობის შეფასებისთვის გამოიყენება.
ქალებში გამოიყენება,
• ხელოვნური განაყოფიერების ტექნიკის სახელით ცნობილი საკვერცხეების კონტროლირებადი ჰიპერსტიმულაციის პროცედურებში საკვერცხეებიდან კვერცხუჯრედის გამოყოფის უზრუნველყოფი ჰორმონის (ლუტეინიზირებადი ჰორმონი) უცაბედი გაზრდის რეგულირებისა და მომატების პრევენციისთვის,
• საშვილოსნოს კეთილთვისებიანი სიმსივნის (მიომა) სიმპტომების მქონე ქალებში სისხლდენისა და ტკივილის სიმპტომების შემცირების მიზნით ოპერაციამდე მიომის ზომის შემცირებისთვის,
• იმ შეთხვევაში, როდესაც მკურნალობის პირველადი ვარიანტის სახით ოპერაცია შესაფერისი არ არის და საკვერცხეების ჰორმონების დათრგუნვის საჭიროება ლაპარასკოპიით (მუცლის ღრუს კამერით დათვალიერების მეთოდი) დასტურდება და სიმპტომების მქონე ენდომეტრიოზის სახელით ცნობილი საშვილოსნოს შიდა ფენა საშვილოსნოს გარეთ სხეულის სხვა ნაწილებში არსებობს.

2. GONAPEPTYL-ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?
არ გამოიყენოთ GONAPEPTYL ქვევით მოცემულ შემთხვევებში:
ზოგადი:
- თუ გაქვთ ალერგია ტრიპტორელინის აცეტატზე ანდა რომელიმე სხვა დამხმარე ნივთიერებაზე;
- თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა გონადოტროპინის გამათავისუფლებელი ჰორმონის ანდა მსგავსი ჰორმონების მიმართ,
მამაკაცებში:
- პროსტატის ჯირკვლის კიბო თუ გაქვთ, რომელიც ჰორმონთან არ არის დაკავშირებული,
- გაქვთ პროსტატის კიბო, რომელიც გავრცელებულია ხერხემალის ნერვებზე ან ხერხემალზე,
- სათესლე ჯირკვლების ოპერაციის ამოღება თუ განხორციელდა,
ქალებში:
- თუ ხართ ორსულად ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი
- ძვლის მწვავე განლევა თუ გაქვთ.
ზევით ჩამოთვლილთაგან რომელიმე თუ გეხებათ, GONAPEPTYL-ით მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ ექიმს.
GONAPEPTYL-ის მიღების შემთხვევაში, სიფრთხილე გამოიჩინეთ:
თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მდგომარეობა გეხებათ, გთხოვთ აცნობოთ ექიმს.
ზოგადი:
- თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა,
- შესაძლებელია დეპრესიის ჩათვლით სულიერი მდგომარეობების ცვლილებები გამოიწვიოს.
- იშვიათ შემთხვევებში GONAPEPTYL-მა შესაძლებელია ტვინის ჰიპოფიზის ნაწილში სისხლდენა გამოიწვიოს.
უეცარი თავის ტკივილი, ღებინება ან მხედველობის დარღვევები თუ გექნებათ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს.
- GONAPEPTYL-მა შესაძლებელია გამოიწვიოს ძვლის განლევა, რომელიც ზრდის ძვლის მოტეხილობების რისკს. მაგრამ ქალთა უმრავლესობაში ეს განლევა მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ შესაძლებელია შექცევადი იყოს.
- დამატებით, ძვლის განლევის (ოსტეოპოროზი) რისკი თუ გაქვთ, GONAPEPTYL-ის გამოყენებამდე აცნობეთ ექიმს.
რისკ ფაქტორები შემდეგია:
- ოჯახში ძვლის განლევის ანამნეზი თუ გაქვთ,
- თუ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს იღებთ, არასკმარისად იკვებებით და/ან დიდი რაოდენობით სიგარეტს ეწევით.
- ძვლის გამძლეობაზე ზემოქმედების მომხდენი გარკვეული მედიკამენტებით თუ მკურნალობთ.
მამაკაცებში:
პროსტატის კიბოს შემთხვევაში:
- თუ გაქვთ ძვლების ტკივილი ან შარდის გამოყოფა თუ გიძნელდებათ,
- ხერხემლის ან საშარდე გზების მეორეული სიმსივნე თუ გაქვთ.
დაავადების სიმპტომებიდან რომელიმე თუ გაუარესდება, დაუკავშირდით ექიმს.
გარდა ამისა, ეპიდემიოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით, პაციენტებში ანდროგენის დათრგუნვის მკურნალობის დროს გულსისხლძარღვთა დაავადების რისკის ზრდა ან მეტაბოლური ცვლილებები (გლუკოზის აუტანლობა, დიაბეტი და სხვ.) არ შეინიშნებოდა. მეტაბოლური და კარდიოვასკულური დაავადების მაღალი რისკი თუ გაქვთ, მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად აცნობეთ ექიმს.
ქალებში:
- აქტიური ალერგიული მდგომარეობა თუ გაქვთ ან წარსულში ალერგიული რეაქციები თუ გქონიათ,
- GONAPEPTYL-ს თქვენ თვითონ თუ იკეთებთ, ალერგიული რეაქციები (ქავილი, გამონაყარი კანზე, ტემპერატურის მატება) გაცნობიერებული უნდა გქონდეთ. იხ. ნაწილი „რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?“
მოუმწიფებელი ლუტეინიზირებადი ჰორმონის უეცარი გაზრდის პრევენციისა და რეგულირების დროს ყურადრებით უნდა ჩატარდეს თქვენი გამოკვლევა. ხელოვნური განაყოფიერების დროს შესაძლებელია
- მრავლობითი ორსულობის,
- მუცლის მოშლის,
- გარე ორსულობის,
- თანდაყოლილი მანკების
რისკი გაიზარდოს.
შესაძლებელია საკვერცხეების ჰიპერსტიმულაცია (OHSS) მოხდეს და საკვერცხეებში კისტების წარმოქმნის რისკი გაიზარდოს. საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სიმპტომები შემდეგია:
- საკვერცხეების გამოხატული ზრდა და მასთან დაკავშირებული ტკივილის მსგავსი სიმპტომები,
- ლაბორატორიული მაჩვენებლის სახით სისხლში მომატებული სქესობრივი ჰორმონები,
- მუცლის ტკივილი,
- მუცლის დაჭიმულობა,
- საკვერცხეების სერიოზული გადიდება,
- წონის მატება,
- სუნთქვის გაძნელება,
- შარდის ყოველდღიური ოდენობის შემცირება,
- გულისრევა,
- ღებინება,
- დიარეა,
- შესაძლებელია საკვერცხეებში დიდი რაოდენობით კისტები (პოლიკისტური საკვერცხე) გქონდეთ. მაგრამ საკვერცხეების მდებარეობის ადგილას შესაძლებელია ტკივილის, მგრძნობელობის გაზრდის მსგავსი სიმპტომები არ გქონდეთ.
- გონადოტროპინებთან ერთად გონადოტროპინის გამათავისუფლებელი ჰორმინის მსგავსი ჰორმონების მიღება გონადოტროპინების დამოუკიდებელ გამოყენებასთან შედარებით უფრო მეტად ზრდის OHSS რისკს.
ბოლო ინექციის გაკეთებიდან რამოდენიმე დღის განმავლობაში სიმპტომები თუ გამოვლინდება, აცნობეთ ექიმს. ესენი შესაძლებელია საკვერცხეებში მწვავე და მაღალი დონის აქტიურობის მაჩვენებლები იყოს (იხ. ნაწილი „რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?“). თუ ეს სიმპტომები მწვავე ხასიათის იქნება, უნაყოფობის მკურნალობა უნდა შეწყდეს და თქვენი საავადმყოფოში მკურნლობა უნდა განხორციელდეს.
ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს, ექიმი ულტრაბგერით გამოკვლევასა და სისხლის ტესტირებას ჩაგიტარებთ, რათა დააკვირდეს თქვენს პასუხს მკურნალობაზე.
მენსტრუალური სისხლდენის დაწყებისას OHSS-ს სიმპტომები ზოგადად თავისთავად აღმოიფხვრება. OHSS ისევ თუ გაგრძელდება, გონადოტროპინით მკურნალობა უნდა შეწყდეს და თქვენი საავადმყოფოში მკურნლობა უნდა განხორციელდეს.
- მკურნალობის მიმდინარეობისას მენსტრუალური ციკლი არ გექნებათ. მაგრამ პირველი თვის გარდა შუალედური სისხლდენები თუ გექნებათ, გაესაუბრეთ ექიმს. მკურნალობის შეწვეტასთან ერთად საკვერცხეები ფუნქციონირებას ჩვეულებრივ გააგრძელებენ. მაგ. მენსტრულაური ციკლი ბოლო ინექცირებიდან 7-12 კვირის შემდეგ ხელახლა დაიწყება.
- მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში არაჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი უნდა გამოიყენოთ. გარდა ამისა, ხელახლა მენსტრუალური ციკლის დაწყებამდე ან სხვა ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის განსაზღვრამდე ბოლო ინექცირებიდან 4 კვირის შემდეგ ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი უნდა იქნეს გამოყენებული.
- საშვილოსნოს კეთილთვისებიანი სიმსივნეების (მიომა) მკურნალობის დროს საშვილოსნოს ყელის ზომის სწრაფმა შემცირებამ შესაძლებელია სისხლდენა და სისხლში მიკრობების გავრცელება (სეფსისი) გამოიწვიოს.
- მკურნალობის დროს შესაძლებელია ძვლის განლევა განვითარდეს. მაგრამ ძვლის განლევა მკურნალობის შეწყვეტიდან 6-9 თვის განმავლობაში გამოსწორდება.
- მკურნალობის დროს მენსტრუალური სისხლდენა ისევ თუ გრძელდება, აცნობეთ ექიმს.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ჩამოთვლილ გაფრთხილებათაგან რომელიმე გეხებათ ან წარსულში გეხებოდათ.
GONAPEPTYL-ის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
GONAPEPTYL-ის საკვებთან და სასმელთან ერთად მიღებასთან დაკავშირებით რაიმე შეზღუდვა არ არის ცნობილი.
ორსულობა
მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
GONAPEPTYL არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოთ ორსულობის დროს.
თუ არსებობს ალბათობა რომ ორსულად ხართ, არ გამოიყენოთ GONAPEPTYL.
GONAPEPTYL-ით მკურნალობის დაწყებამდე თქვენმა ექიმმა უნდა გამოიკვლიოს ხართ თუ არა ორსულად. თუ მკურნალობის მიმდინარეობის პერიოდში აღმოაჩნეთ რომ ორსულად ხართ, არ გააგრძელოთ GONAPEPTYL-ის მიღება. GONAPEPTYL-ით მკურნალობის მიმდინარეობისას არაჰორმონული ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი, მაგალითად კონდომი ან დიაფრაგმა უნდა გამოიყენოთ.
თუ მკურნალობის დროს მიხვდებით, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია
მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაციის პერიოდში GONAPEPTYL არ უნდა გამოიყენოთ. გამოყენებამდე და გამოყენების დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
სატრანსპორტი საშუალებებისა და დანადგარების მართვა
GONAPEPTYL-ს ავტომობილის მართვის ანდა მექანიზმების გამოყენების უნარზე უმნიშვნელო ძემოქმედებას ახდენს ან ზემოქმედებას საერთოდ არ ახდენს.
GONAPEPTYL-ის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხარე ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია
GONAPEPTYL თითოეულ ფლაკონში 1 მმოლ (23 მგ)-ზე მცირე რაოდენობით ნატრიუმს შეიცავს. ანუ სინამდვილეში „ნატრიუმს არ შეიცავს“.
სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება
აცნობეთ ექიმს სხვა მედიკამენტების შესახებ, რომელთაც მოიხმართ. მაგ. ჰიპოფიზის (ტვინში არსებული ერთერთი ჯირკვალი) გამოყოფაზე მოქმედ მედიკამენტებს თუ იღებთ, თქვენს ჰორმონალურ მდგომარეობაზე დაკვირვება უნდა განხორციელდეს.
არ გამოიყენოთ ჰისტამინის (სხეულის ქსოვილებში არსებულ ალერგიასთან დაკავშირებული ქიმიური ნივთიერბა) გამომყოფი პრეპარატების ჩათვლით ფართოდ გამოყენებად მედიკამენტებთან, რადგან მათთან ურთიერთქმედების ალბათობა არსებობს.
თუ ამჟამად ან ახლახან იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ ნებისმიერ მედიკამენტს, გთხოვთ, აღნიშნულზე აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
3. როგორ უნდა მიიღოთ GONAPEPTYL?
სწორად მიღებისა და დოზის/მიღების სიხშირის ინსტრუქციები:
მამაკაცებში პროსტატის კიბოს დროს გამოყენება იწყება 7 დღიანი პერიოდით 0,5 მგ დღეში, ხოლო მე-8 დღიდან 0,1 მგ დღეში ერთხელ სახით გრძელდება.
ქალებში:
მოუმწიფებელი ლუტეინირიზებადი ჰორმონის უეცარი ზრდის პრევენცია და რეგულირება:
GONAPEPTYL-ით მკურნალობა უნდა დაიწყოს მენსტრუაციის მე-2 ან მე-3 დღეს ან მენსტრუაციის 21-23-ე დღეს ან მენსტრუალური სისხლდენის მოსალოდნელ დაწყებამდე 5-7 დღით ადრე.
გონადოტროპინებით საკვერცხეების კონტროლირებადი ჰიპერსტიმულაცია GONAPEPTYL-ით მკურნალობიდან დაახლოებით 2-4 კვირის შემდეგუნდა დაიწყოს. საკვერცხის პასუხზე კლინიკური დაკვირვება უნდა განხორციელდეს და გონადოტროპინების დოზა ამის შესაბამისად უნდა დარეგულირდეს. საკმარისი რაოდენობით კვერცხუჯრედის მატარებელი სითხის მქონე ბუშტი (ფოლეკულა) შესაბამის ზომას რომ მიაღწევს GONAPEPTYL-ით და გონადოტროპინებით მკურნალობა უნდა შეწყდეს და ფოლეკულის საბოლოო მომწიფების უზრუნველყოფის მიზნით ადამიანის ქორიონგონადოტროპინის ჰორმონის ერთჯერადი ინექცირება უნდა განხორციელდეს. 4 კვირის შემდეგ თუ არ მოხდა შედეგის მიღება (ესტრადიოლის ჰორმონის დონის მიხედვით ან საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ენდომეტრიუმის ცვალებადი ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის მიხედვით), უნდა შეფასდეს შეწყდეს თუ არა GONAPEPTYL-ით მკურნალობა. მკურნალობის საერთო ხანგრძლივობა ჩვეულებრივ 4-7 კვირაა.
საშვილოსნოს კეთილთვისებიანი სიმსივნეები და საშვილოსნოს შიდა ფენის საშვილოსნოს გარეთ (ენდომეტრიოზი) არსებობა:
მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ მაქსიმალური შედეგის მიღწევით 3-დან 4 თვემდეა. ძვლის სიმკვრივეზე მისი შესაძლო ზემოქმედების გათვალისწინებით, GONAPEPTYL-ით მკურნალობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს დამატებითი თერაპიის გარეშე.
მიღების გზა და მეთოდები:
GONAPEPTYL-ის დღეში ერთხელ მუცლის ქვედა ნაწილის კედელის კანქვეშ ინექციით შეყვანა ხორციელდება.
სხვადასხვა ასაკობრი ვიჯგუფი:
მიღება ბავშვებში: მონაცემები არ მოიპოვება
მიღება ხანდაზმულებში:
კვლევებმა აჩვენა, რომ გერიატრიული პრობლემები არ ზღუდავს ტრიპტორელის გამოყენებას.
სპეციალური მიღების შემთხვევები:
თირკმელის/ღვიძლის უკმარისობა: ღვიძლის ან თირკმელების უკმარისობის მქონე ადამიანებისთვის განსაზღვრული დოზა არ არის რეკომენდებული. კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ ღვიძლისა და თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებს ტრიპტორელინის დაგროვების დაბალი რისკი აქვთ.
თუ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ GONAPEPTYL-ის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ საჭიროზე მეტი GONAPEPTYL-ი მიიღეთ:
თუ საჭიროზე მეტი GONAPEPTYL-ი მიიღეთ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ GONAPEPTYL-ის მიღება:
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის ინექცირება, მიმართეთ ექიმს.
გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
GONAPEPTYL-ით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში განვითარებული შესაძლო ეფექტები:
მონაცემები არ მოიპოვება.
4. რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?
სხვა წამლების მსგავსად, მგრძნობიარე ადამიანებს GONAPEPTYL-ის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებზე შეიძლება განუვითარდეთ გვერდითი მოვლენები.
გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდება შემდეგ კატეგორიებად:
ძალიან ხშირი: ვლინდება 10-დან სულ მცირე 1 პაციენტში.
ხშირი: ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
არახშირი: ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
იშვიათი: ვლინდება 1000-ში 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 10 000-ში 1-ზე მეტ პაციენტში.
ძალიან იშვიათი: ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.
გვერდითი მოვლენები მამაკაცებში:
ძალიან ხშირი: ძვლების ტკივილი, შარდვის გაძნელება, იმპოტენცია, სექსუალური სურვილის დაქვეითება, ცხელება
ხშირი: ჰიპერმგრძნობელობა (ქავილი, გამონაყარი კანზე, ტემპერატურის მატება), მამაკაცებში ძუძუების გაზრდა (გინეკომასტია), ფსიქოლოგიური მდგომარეობების ცვლილება (დეპრესიული ფსიქოლოგიური მდგომარეობა), მარტივი და სწრაფი გაბრაზება, თავის ტკივილი, გულისრევა, კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი, ძლიერი ოფლიანობა, დაღლილობა, ძილის დარღვევები, ინექცირების მიდამოში რეაქციები, ინექცირების მიდამოში ტკივილი.
არახშირი: ჰიპერტენზია, თრომბი (სისხლძარღვის უეცარი დახშობა), ძლიერი ასთმა, მადის დაკარგვა, კუჭის ტკივილი, პირის სიმშრალე, სახეზე თმის შემცირება, სხეულიდან თმების ცვენა, სათესლე ჯირკვლების დაპატარავება, ენზიმების (ცოცხალ ორგანიზმებში ქიმიური რეაქციების დამაჩქარებელი ცილები) (გულში, ღვიძლში, ჩონჩხის კუნთებში, თირკმელებში და სისხლის წითელ უჯრედებში - LDH, ღვიძლში - yGT, ღვიძლში - SGOT, SGPT) დონის გაზრდა, წონის ცვლილებები.
ძალიან იშვიათი: პაციენტებში, რომლებიც პროსტატის კიბოზე მკურნალობენ, თვითმკვლელობაზე ფიქრი და მცდელობა
უცნობია: შაქრიანი დიაბეტი (შაქრიანი დიაბეტი და შაქრის დაავადება)
გვერდითი მოვლენები, რომლებიც ქალებში ვლინდება:
• მოუმწიფებელი ლუტეინირიზებადი ჰორმონის უეცარი ზრდის პრევენცია და რეგულირება
ძალიან ხშირი: თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ვაგინალური სისხლდენა/დალაქავება, ანთებითი პროცესი ინექცირების მიდამოში.
ხშირი: ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, ფარინგიტი, თაბრუსხვევა, ცხელება, ღებინება, მუცლის დაჭიმულობა, ზურგის ტკივილი, მუცლის მოშლა, მენჯის ძვლების ტკივილი, საკვერცხეებუს ჰიპერსტიმულაციის სიმპტომები, მტკივნეული მენსტრუაცია, საკვერცხეების კისტები, ტკივილი / რეაქციები ინექცირების ადგილას, დაღლილობა, გრიპის მსგავსი დაავადება.
უცნობია: ალერგიული რეაქციები
• საშვილოსნოს მიომები და ენდომეტრიოზი
ხშირი: ჰიპერმგრძნობელობა (ქავილი, გამონაყარი კანზე, ტემპერატურის მატება), დეპრესიული ფსიქოლოგიური მდგომარეობა, სწრაფი და მარტივი გაბრაზება, გულისრევა, კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი, დაღლილობა, ძილის დარღვევები, ინექცირების მიდამოში ტკივილი, ინექცირების მიდამოში რეაქციები.
არახშირი: გაბუჟება, მხედველობის დარღვევები, ზურგის ტკივილი, ენზიმების (LDH, yGT, SGOT, SGPT) დონის გაზრდა, ქოლესტერინის დონის გზარდა.
თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების აღრიცხვა
მოხმარების ინსტრუქციაში ნახსენები ან სხვა გვერდითი მოვლენის დადგომის შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აგრეთვე, გადატანილი გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ თურქეთის ფარმაკოვიგილაციის ცენტრს (TUFAM), რისთვისაც შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებ-გვერდზე: www.titck.gov.tr და გადახვიდეთ „მედიკამენტის გვერდითი მოვლენების შეტყობინების“ გვერდზე, ან დარეკოთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების სპეციალურ ხაზზე: 0 800 314 00 08. გადატანილ გვერდით მოვლენებზე შეტყობინებით საკუთარ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ მიღებული მედიკამენტის უსაფრთხოების გაზრდაში.
როგორ შეინახოთ GONAPEPTYL?
შეინახეთ GONAPEPTYL ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და მის შეფუთვაში.
2°C-8°C ტემპერატურაზე მაცივარში შეინახეთ. არ გაყინოთ. შეინახეთ ოფიციალურ შეფუთვაში.
პრეპარატის მიღებისას ყურადღება მიაქციეთ მისი შენახვის ვადას.
არ მიიღოთ GONAPEPTYL ეტიკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. გამოყენების ბოლო თარიღი იმ თვის ბოლო დღეა.
არ გამოიყენოთ GONAPEPTYL პროდუქციაზე ან შეფუთვაზე დარღვევებს თუ შეამჩნევთ.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! ასეთი მედიკამენტები გადაეცით გარემოსდაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.
წარმოების ლიცენზიის მფლობელი:
შპს. „ფერრინგ ილაჩ სან. ვე თიჯ.“ (Ferring ilaç San. ve Tic. Ltd. Şti.)
ბუიუქდერეს გამზირი, ნუროლის პლაზა N255 სართ. 13
მასლაქი 34398 სარიერ, სტამბული
ტელ: 02123356200
ფაქსი: 021228542 74
ელ-ფოსტა: TRO-info©ferring.com
წარმოების ადგილი:
Ferring GmbH
Wittland/Kie I/გერმანია
მოხმარების ინსტრუქცია დამტკიცდა 08 / 10 / 2013 წელს.