რეკოველი 36მკგ/1.08მლ (33,3მკგ/მლ) 0.36მლ კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებული შპრიც-კალამი №1+ საინექციო ნემსი №9

რეკოველი  36მკგ/1.08მლ (33,3მკგ/მლ) 0.36მლ კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებული შპრიც-კალამი №1+ საინექციო ნემსი №9

რეკოველი 36მკგ/1.08მლ (33,3მკგ/მლ) 0.36მლ კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებული შპრიც-კალამი №1+ საინექციო ნემსი №9

ფასი: ₾550.00
მარაგშია
← დაბრუნება

 

 რეკოველი® 36 მიკროგრამი/1.08 მლ

საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებულ შპრიც-კალამში

ფოლიტროპინ დელტა

 

ამ პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

-  შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

-  დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

-  ეს პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. ნუ გადასცემთ მას სხვებს. პრეპარატმა შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენის მსგავსია.

-  ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის დასახელებული პრეპარატის გამოყენების ამ ინსტრუქციაში. იხილეთ თავი 4.

 

ეს ინსტრუქცია შეიცავს

1. რა არის რეკოველი® და რისთვის გამოიყენება ის

2. რა უნდა იცოდეთ რეკოველის® გამოყენებამდე

3. როგორ გამოვიყენოთ რეკოველი®

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. როგორ ინახება რეკოველი®

6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

 

1. რა არის რეკოველი® და რისთვის გამოიყენება ის

რეკოველი® შეიცავს ფოლიტროპინ დელტას, ფოლიკულის მასტიმულირებელ ჰორმონს, რომელიც მიეკუთვნება ჰორმონების ოჯახს, სახელად გონადოტროპინებს. გონადოტროპინები მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეპროდუქციისა და ფერტილობის პროცესში.

რეკოველი® გამოიყენება ქალის უნაყოფობის სამკურნალოდ და ქალებში, რომლებიც გადიან დამხმარე რეპროდუქციის პროგრამებს, როგორიცაა ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF) და სპერმის ინტრაციტოპლაზმური ინექცია (ICSI). რეკოველი® ასტიმულირებს საკვერცხეებს, რომ გაიზარდოს და წარმოშვას მრავალი ფოლიკულები, საიდანაც ხდება კვერცხუჯრედების შეგროვება და განაყოფიერება ლაბორატორიაში.

 

2. მნიშვნელოვანი ინფორმაცია რეკოველის® გამოყენებამდე

ამ პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე, ექიმმა უნდა შეგამოწმოთ თქვენ და შეამოწმოს თქვენი პარტნიორი თქვენი ფერტილობის პრობლემებთან დაკავშირებული შესაძლო მიზეზების გამო.

 

ნუ გამოიყენებთ რეკოველს®

·                     თუ ხართ ალერგიული ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 თავში)

·                     თუ გაქვთ საშვილოსნოს, საკვერცხის, ძუძუს, ჰიპოფიზის ჯირკვლის ან ჰიპოთალამუსის სიმსივნე

·                     თუ გაქვთ გადიდებული საკვერცხეები ან ცისტები საკვერცხეებზე (თუ არ არის გამოწვეული საკვერცხეების პოლიკისტოზური დაავადებით)

·                     თუ გაწუხებთ სისხლდენა საშოდან რაიმე ცნობილი მიზეზის გარეშე

·                     თუ გქონდათ ადრეული მენოპაუზა

·                     თუ გაქვთ სასქესო ორგანოების მალფორმაცია, რაც შეუძლებელს ხდის ნორმალურ ორსულობას

·                     თუ გაქვთ საშვილოსნოს ფიბროიდები, რაც შეუძლებელს ხდის ნორმალურ ორსულობას

 

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

გაესაუბრეთ ექიმებს რეკოველის® გამოყენებამდე.

საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი

ამ პრეპარატის მსგავსმა გონადოტროპინებმა შეიძლება გამოიწვიოს საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი. ეს არის მაშინ, როდესაც თქვენი ფოლიკულები ძალიან ვითარდება და დიდ ცისტებად გადაიქცევა.

 

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ:

• მუცლის არეში ტკივილი, დისკომფორტი ან შეშუპება

• გულისრევა

• ღებინება

• დიარეა

• წონაში მატება

• სუნთქვის გაძნელება

თქვენმა ექიმმა შეიძლება გთხოვოთ ამ წამლის მიღების შეწყვეტა.

თუ რეკომენდებული დოზა და მიღების გრაფიკი დაცულია, საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი ნაკლებად სავარაუდოა.

 

სისხლის შედედების პრობლემები (თრომბოემბოლიური მოვლენები)

სისხლძარღვებში თრომბი (ვენებში ან არტერიებში) მაღალი ალბათობით გხვდება ორსულ ქალებში. უნაყოფობის მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს ამის რისკი, განსაკუთრებით თუ გაქვთ ჭარბი წონა ან თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს (სისხლით ნათესავი) აქვს სისხლის შედედებასთან დაკავშირებული დაავადება (თრომბოფილია). გაესაუბრებთ თქვენს ექიმს თუ ეს გეხებათ.

საკვერცხეების გადაგრეხვა

შეტყობინება მიიღეს საკვერცხეების გადაგრეხვის შესახებ (საკვერცხის გადახვევა) დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიით მკურნალობის შემდეგ. საკვერცხის გადაგრეხვამ შეიძლება შეწყვიტოს საკვერცხეში სისხლის მიმოქცევა.

მრავალნაყოფიანი ორსულობა და თანდაყოლილი დეფექტები

 როდესაც იტარებთ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიით მკურნალობას მრავალნაყოფიანი ორსულობის შესაძლებლობა (როგორიცაა ტყუპები) ძირითადად დაკავშირებულია საშვილოსნოში მოთავსებული ემბრიონების რაოდენობასთან, ემბრიონების ხარისხთან და თქვენს ასაკთან. მრავალნაყოფიანმა ორსულობამ შეიძლება გამოიწვიოს სამედიცინო გართულებები თქვენთვის და თქვენი ჩვილისთვის. უფრო მეტიც, თანდაყოლილი დეფექტების რისკი შეიძლება ოდნავ მაღალი გახდეს უნაყოფობის მკურნალობის შემდეგ, რაც, სავარაუდოდ გამოწვეულია მშობლების მახასიათებლებით (როგორიცაა თქვენი ასაკი და თქვენი პარტნიორის სპერმის მახასიათებლები) და მრავალნაყოფიანი ორსულობით.

სპონტანური აბორტი

როდესაც იტარებთ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიით მკურნალობას, სპონტანური აბორტის მაღალი ალბათობა არსებობს ბუნებრივ დაორსულებასთან შედარებით.

საშვილოსნოსგარე ორსულობა (ექტოპიური ორსულობა)

როდესაც იტარებთ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიით მკურნალობას, საშვილოსნოსგარე ორსულობის მაღალი ალბათობა არსებობს ბუნებრივ ორსულობასთან შედარებით.  თუ გაქვთ ანამნეზში მილებთან დაკავშირებული დაავადება, თქვენ ხართ საშვილოსნოსგარე ორსულობის გაზრდილი რისკის ქვეშ.

საკვერცხის და სხვა რეპროდუქციული სისტემის სიმსივნეები

შეტყობინება მიიღეს საკვერცხეების და სხვა რეპროდუქციული სისტემის სიმსივნეების შესახებ ქალებში, რომლებმაც ჩაიტარეს უნაყოფობის მკურნალობა. უცნობია, ზრდის თუ არა ფერტილობის პრეპარატებით მკურნალობა ამ სიმსივნეების რისკს უნაყოფო ქალებში.

სხვა სამედიცინო მდგომარეობები

ამ პრეპარატების დაწყებამდე, აცნობეთ ექიმს:

·         თუ სხვა ექიმმა გითხრათ, რომ ორსულობა საშიში იქნებოდა თქვენთვის

·         თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის დაავადება

 

ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე ასაკი)

ეს პრეპარატი არ არის ნაჩვენები ბავშვებსა და მოზარდებში

სხვა მედიკამენტები და რეკოველი®

აცნობეთ ექიმს, თუ იყენებთ, ცოტა ხნის წინ იყენებდით ან შესაძლოა გამოიყენოთ  სხვა პრეპარატები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებაზე.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვა

ეს პრეპარატი არ მოქმედებს ავტომობილისა და მექანიზმების მართვის  თქვენს უნარზე.

რეკოველი® შეიცავს ნატრიუმს

ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო დოზაზე, ანუ არსებითად "ნატრიუმის გარეშეა".

 

3.                          როგორ გამოიყენება რეკოველი®

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ და იმ დოზით, რაც ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს.

თქვენი პირველი მკურნალობის ციკლის დროს რეკოველის® დოზა გამოითვლება თქვენი ექიმის მიერ ანტიმიულერის ჰორმონი დონის (AMH, მარკერი, რომელიც ადგენს თუ როგორ უპასუხებს თქვენი საკვერცხე გონადოტროპინებით სტიმულაციას) თქვენს სისხლში და  სხეულის წონის მიხედვით. შესაბამისად, AMH შედეგი სისხლის ნიმუშის მეშვეობით (რომელიც აღებულია ბოლო 12 თვის განმავლობაში) უნდა გახდეს ხელმისაწვდომი თქვენი მკურნალობის დაწყებამდე. თქვენი სხეულის წონას ასევე გაზომავენ თქვენი მკურნალობის დაწყებამდე. რეკოველის® დოზა იზომება მიკროგრამებში.

რეკოველის® დოზა ფიქსირებულია მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში კორექტირების გარეშე, რაც გულისხმობს თქვენი დღიური დოზის ზრდას ან შემცირებას. თქვენი ექიმი მონიტორინგს გაუწევს რეკოველით® მკურნალობის ეფექტს და მკურნალობა შეწუდება, როდესაც კვერცხუჯრედების შესაბამისი რაოდენობა იქნება. ზოგადად, თქვენ გაგიკეთებენ პრეპარატის სახელად ადამიანის ქირიონული გონადოტროპინის (hCG) ერთჯერად ინექციას დოზით 250 მიკროგრამი ან 5,000 სე ფოლიკულების მისაღებად.

თუ თქვენი სხეულის რეაქცია მკურნალობაზე ძალიან სუსტი ან ძალიან ძლიერია, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს რეკოველით® მკურნალობის შეწყვეტა. შემდეგი მკურნალობის ციკლის დროს, თქვენი ექიმი დაგინიშნავთ რეკოველის® წინა დოზასთან შედარებით უფრო მაღალ ან დაბალ დოზას. 

 

როგორ კეთდება ინექციები

წინასწარ შევსებული კალმის გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით უნდა იქნას დაცული. არ გამოიყენოთ წინასწარ შევსებული შპრიც-კალამი, თუ ხსნარი შეიცავს ნაწილაკებს ან თუ ხსნარი არ არის გამჭვირვალე.

ამ პრეპარატის პირველ დოზას შეყვანა უნდა განხორციელდეს ექიმის ან ექთნის ზედამხედველობის ქვეშ. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, შეგიძლიათ თუ არა ამ წამლის შემდეგი დოზების სახლში გაკეთება, მაგრამ მხოლოდ ადეკვატური ტრენინგის მიღების შემდეგ.

პრეპარატი მიეწოდება ინექციის სახით კანის ქვეშ (კანქვეშ), როგორც წესი, მუცლის არეში.  წინასწარ შევსებული შპრიც-კალამი შეიძლება გამოიყენონ რამდენიმე ინექციისთვის.

თუ გამოიყენებთ საჭიროზე მეტ რეკოველის® დოზას

ამ პრეპარატის გადაჭარბებით მიღების ეფექტი უცნობია. საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი შეიძლება განვითარდეს, რაც აღწერილია მე-4 თავში.

თუ დაგავიწყდათ რეკოველის® დოზის მიღება

ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.  დაუკავშირდით ექიმს როგორც კი შეამჩნევთ რომ დოზა გამოტოვეთ.

პრეპარატთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს.

 

 4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

 

სერიოზული გვერდითი ეფექტები:

უნაყოფობის მკურნალობისას გამოყენებულმა ჰორმონებმა, როგორიცაა ეს პრეპარატი  შეიძლება გამოიწვიოს საკვერცხეების მაღალი აქტივობა (საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი). სიმპტომები შეიძლება შეიცავდეს ტკივილს, დისკომფორტს ან მუცლის შეშუპებას, გულისრევას, ღებინებას, დიარეას, წონის მატებას ან სუნთქვის გაძნელებას. თუ გაწუხებთ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი, გთხოვთ დაუკავშირდეთ ექიმს დაუყოვნებლივ.

გვერდითი ეფექტის განვითარების რისკი აღწერილია შემდეგი კატეგორიებით:

ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-მდე ადამიანში):

·                     თავის ტკივილი

·                     გულისრევა

·                     საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი (იხ. ზემოთ)

·                     მენჯის არეში ტკივილი და დისკომფორტი საკვერცხის ადგილის ჩათვლით

·                     გადაღლა (დაღლილობა)

ნაკლებად ხშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში):

·                     განწყობის ცვალებადობა

·                     ძილიანობა

·                     თავბრუსხვევა

·                     დიარეა

·                     ღებინება

·                     ყაბზობა

·                     დისკომფორტი მუცლის არეში

·                     ვაგინალური სისხლდენა

·                     გულმკერდის არეში ჩივილები (მათ შორის მკერდის არეში ტკივილი, გულმკერდის მგრძნობელობა

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ ფარმაცევტული პროდუქტების, სამედიცინო ხელსაწყოების და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისთან არსებულ წამლის გვერდითი რეაქციების მონიტორინგის განყოფილებას:

Al. Jerozolimskie 181C

PL-02 222 ვარშავა

ტელ.: + 48 22 49 21 301

ფაქსი: + 48 22 49 21 309

ვებგვერდი: https://smz.ezdrowie.gov.pl

გვერდითი რეაქციები შეტყობიენაბ ასევე შესაძლებელია პირდაპირ პასუხისმგებელი პირისთვის. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

 

           5. როგორ ინახება რეკოველი®

 შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია წინასწარ შევსებულ კალმის ეტიკეტზე და მუყაოს კოლოფზე “EXP” („ვადის გასვლის“)  შემდეგ.

ვარგისიანობის ვადა გულისხმობს იმ თვის ბოლო დღეს.

პრეპარატი ინახება მაცივარში (2oC-8oC)  ტემპერატურაზე. არ გაყინოთ პრეპარატი.

პრეპარატი ინახება ორიგინალ შეფუთვაში სინათლის სხვისგან დასაცავად.

რეკოველი® შესაძლებელია შეინახონ 25oC ან უფრო დაბალ ტემპერატურაზე 3 თვის განმავლობაში პირველი გამოყენებიდან პერიოდის ჩათვლით. ის არ უნდა მოათავსონ ისევ მაცივარში და პრეპარატი უნდა განადგურდეს, თუ გამოყენება ვერ მოხდება 3 თვის შემდეგ.

 

პირველი გახსნის შემდეგ: 28 დღე როდესაც ინახება 25oC ან უფრო დაბალ ტემპერატურაზე

 

მკურნალობის დასრულების შემდეგ გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს.

ნუ გადააგდებთ პრეპარატს ჩამდინარე წყლებით ან  საყოფაცხოვრებო ნარჩენებით. ჰკითხეთ ფარმაცევტს თუ როგორ უნდა მოხდეს პრეპარატის განადგურება, რომელსაც მეტად აღარ იყენებთ.  ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

 

6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

           რას შეიცავს რეკოველი®

           - აქტიური ნივთიერებაა ფოლიტროპინ დელტა.

თითოეული წინასწარ შევსებული შპრიც-კალამი მრავალდოზიან კარტრიჯთან ერთად შეიცავს ფოლიტროპინ დელტას 36 მიკროგრამს  ხსნარის 1.08 მილილიტრში. ხსნარის ერთი მილილიტრი შეიცავს ფოლიტროპინ დელტას 33.3 მიკროგრამს ხსნარის თითოეულ მილილიტრში.

 

-                     სხვა ინგრედიენტები მოიცავს ფენოლს, პოლისორბატს 20, L-მეთიონინს, ნატრიუმის სულფატის დეკაჰიდრატს, დინატრიუმის ფოსფატის დოდეკაჰიდრატს, კონცენტრირებულ ფოსფორის მჟავას, ნატრიუმის ჰიდროქსიდს და საინექციო წყალს.   

 

როგორია რეკოველის® გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

რეკოველი® არის გამჭვირვალე და უფერო საინექციო ხსნარი მოთავსებული წინასწარ შევსებულ შპრიც-კალამში (ინექცია). ის ხელმისაწვდომია შეფუთვით, რომელიც შეიცავს 1  წინასწარ შევსებულ შპრიც-კალამს და  შპრიც-კალმის 9 საინექციო ნემსს.

 

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

 

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი ევროკავშირში:

Ferring Pharmaceuticals A/S

Amager Strandvej 405

2770 Kastrup

დანია

 

მწარმოებელი

 Ferring GmbH

 Wittland 11

 D-24109 Kiel, გერმანია