დოქსორუბიცინი კოცაკ 10მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. / ინტრავეზიკულურად შესაყვანი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში
დოქსორუბიცინი კოცაკ 10მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. / ინტრავეზიკულურად შესაყვანი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში
გამოყენების ინსტრუქცია
დოქსორუბიცინ ქოჩაქი 10 მგ ი.ვ./ინტრავეზიკალური ინფუზიისთვის ლიოფილიზებული ფხვნილის შემცველი ფლაკონი
განკუთვნილია ვენაში (ინტრავენური) ინექციისთვის
· მოქმედი ნივთიერება: თითოეული ფლაკონი მოქმედი ნივთიერების სახით 10მგ დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდს შეიცავს.
· დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მარილმჟავა, მეთილის პარაჰიდროქსი ბენზოატი, კონცენტრირებული მარილმჟავა.
გამხსნელი ამპულა: საინექციო წყალი.
|
აღნიშნული წამლის გამოყენებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს. · აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ. · დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ. · აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ. · აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ. · წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ. |
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:
1. რა არის და რისთვის გამოიყენება დოქსორუბიცინ ქოჩაქი ?
2. დოქსორუბიცინ ქოჩაქის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
3. როგორ გამოიყენება დოქსორუბიცინ ქოჩაქი?
4. რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
5. დოქსორუბიცინ ქოჩაქის შენახვა
1.რა არის და რისთვის გამოიყენება დოქსორუბიცინ ქოჩაქი ?
· დოქსორუბიცინ ქოჩაქი, მოხმარებისთვის წარმოდგენილია 10 მგ ლიოფილიზებული დოქსორუბიცინ HCl- ის შემცველი უფერო მინის ფლაკონისა და 5 მლ საინექციო წყალის შემცველი ამპულით.
· დოქსორუბიცინი, ქიმიოთერაპიისთვის გამოყენებული წამალია (სიმსივნის სამკურნალო) და ციტოტოქსიკური (სიმსივნური უჯრედების გამანადგურებელი) პრეპარატების სახელით ცნობილ წამლის ჯგუფში შედის. ეს წამალი იწვევს როგორც სიმსივნური უჯრედების, ასევე აქტიურად მზარდი უჯრედების ზრდის შენელებას ანდა შეჩერებას, რაც ამ უჯრედების განადგურების, სიკვდილის ალბათობას ზრდის. დოქსორუბიცინ ქოჩაქით მკურნალობისას ხდება არა ჯანმრთელი და ნორმალური ქსოვილის, არამედ სიმსივნური ქსოვილების სელექტიური (შერჩევითი) განადგურება. პრეპარატი გამოიყენება როგორც ბავშვებში, ასევე ზრდასრულებში.
· დოქსორუბიცინ ქოჩაქი გამოიყენება როგორც მონოთერაპიის სახით (მხოლოდ ერთი პრეპარატი), ასევე სხვა სიმსივნის სამკურნალო პრეპარატებთან ერთად კომბინაციაში. სიმსივნის სახეობის მიხედვით, მისი გამოყენების დოზები და კომბინაცია იცვლება.
· დოქსორუბიცინ ქოჩაქი, სარძევე ჯირკვლის სიმსივნის, ფილტვების, შარდის ბუშტის, ფარისებრი ჯირკვლის, სათესლე ჯირკვლების სიმსივნის, ძვლის სარკომის და რბილი ქსოვილების სარკომის, ჰოჩკინის და არა-ჰოჩკინის ლიმფომის, ნეირობლასტომის, ვილმსის სიმსივნის, მწვავე ლიმფობლატური ლეიკემიის, მწვავე მიელობლასტური ლეიკემიის მსგავსი სხვადასხვა ნეოპლაზიური (სიმსივნესთან დაკაშირებული)დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება, მკურნალობის შედეგად სხვადასხვა დააავადების რეგრესიის მნიშვნელოვანი შედეგებია მიღებულია.
2. დოქსორუბიცინ ქოჩაქის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
დოქსორუბიცინ ქოჩაქი არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:
· თუ, დოქსორუბიცინ ქოჩაქის ანდა იმავე წამლის ჯგუფის სხვა მოქმედი ნივთიერებების ანდა ინექციის სხვა შემადგენელი კომპონენეტების მიმართ მიმართ (მომატებული მგრძნობელობა) ალერგია გაქვთ.
· თუ, სისხლის შემადგენელი უჯრედების რაოდენობის მაჩვენებელი დაბალია (ამ პრეპარატის მიღება ამ მაჩვენებლებს კიდევ უფრო დააქვეითებს).
· თუ, დოქსორუბიცინის და ფარმორუბიცინის, იდარუბიცინის, ეპირუბიცინის ანდა დანუორუბიცინის მსგავსი ქიმიოთერაპიული წამლებით მკურნალობა ადრე ჩატარებული გაქვთ (თუ, ამ ჯგუფის პრეპარატებით მკურნალობა ადრე ჩატარებული გაქვთ, განმეორებით მკურნალობისას გვერდითი ეფექტების გამოვლინების რისკი მატულობს).
· თუ, წარსულში გულის სერიოზული პრობლემები გქონდათ ანდა აღნიშნულთან დაკაშირებით ამჟამად მკურნალობას გადიხართ.
· თუ, ღვიძლის მძიმე დაავადება გაქვთ.
· თუ , გულის რითმის დარღვევები გაქვთ.
· თუ, საშარდე გზების ინფექციები გაქვთ.
· თუ, შარდის ბუშტის ჩირქოვანი ანთება გაქვთ.
· თუ, შარდში სისხლია,
· თუ, შარდის ბუშტის სიმსივნე გაქვთ.
დოქსორუბიცინ ქოჩაქი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ
ექიმი, ამ წამლის გამოწერამდე თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას ყურადღებით შეაფასებს. თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობიდან რომელიმე თქვენ გეხებათ, დოქსორუბიცინ ქოჩაქის გამოყენების დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ ექიმს აღნიშნული ინფორმაცია აცნოებთ.
· თუ, გულის ფუნქციების დარღვევა გაქვთ,
· თუ, სისხლთან დაკაშირებული პრობლემები გაქვთ (ჰემატოლოგიური ტოქსიურობა),
· თუ, ლეიკემიის წინა ფაზის შემცველი ანდა არ შემცველი სისხლის მეორადი სიმსივნე გაქვთ,
· თუ, კუჭ-ნაწლავთან დაკაშირებული პრობლემები გაქვთ,
· თუ, ღვიძლთან დაკაშირებული პრობლემები გაქვთ,
· თუ, ბოლო პერიოდში აცრა გაგიკეთდათ ანდა აცრის გაკეთება იგეგმება.
თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ, ექიმს აცნობეთ.
დოქსორუბიცინ ქოჩაქის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
გამოყენების მეთოდიდან გამომდინარე, საკვებთან ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის.
ორსულობა
წამლის მიღებამდე გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ამ წამლით თქვენ ანდა თქვენი მეუღლე მკურნალობთ, ორსულობა თავიდან აიცილეთ. თუ, სქესობრივად აქტიური ხართ, სქესის მიუხედავად, მკურნალობის პერიოდში ორსულობის თავიდან აცილების მიზნით ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი გამოიყენეთ. წინააღმდეგ შემთვევაში, მოსალოდნელია ნაყოფის თანდაყოლილი მანკების განვითარება, ამიტომ, თუ, ფიქრობთ რომ ორსულად ხართ, ეს ინფორმაცია თქვენ ექიმს აცნობეთ.
ამ წამლით მკურბალობამ, შეიძლება მშობიარობის პოტენციალის(ნაყოფიერების უნარის) დაკარგვა გამოიწვიოს. წამლის მიღების შეწყვეტის შემდეგ მენსტრუალური ციკლის და ნაყოფიერების უნარის აღდგენა ხდება.
თუ მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება-ლაქტაცია
წამლის გამოყენებამდე, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ბავშვს ძუძუთი კვებავთ, გაითვალისწინეთ, რომ წამლის გარკვეული ნაწილი დედის რძეში გადადის, ეს კი დიდი ალბათობით ბავშვზე მავნე ზემოქმდებას გამოიწვევს, ამიტომ, ამ პრეპარატით მკრუნალობის დაწყებამდე, ბავშვთან ძუძუთი კვება უნდა შეწყვიტოთ. ძუძუთი კვების დროს ნებისმიერი სახის წამლის მიღებამდე, ჯერ თქვენს ექიმს ანდა თქვენ ფარმაცევტს გაესაუბრეთ.
ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება
განსაკუთრებული ზომების მიღებას არ საჭიროებს, საავადმყოფოში მიმდინარე მკურნალობის შემდეგ თუ თვლით, რომ გამოჯანმრთელდით, ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა შეგიძლიათ, თუმცა აღნიშნულთან დაკაშირებით საკმარისი რაოდენობით მტკიცებულება არ არსებობს.
დოქსორუბიცინ ქოჩაქის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია
აღნიშნული პრეპარატის თითოეულ ფლაკონში დამხმარე ნითიერების სახით წარმოდგენილია 50 მგ ლაქტოზის მონოჰიდრატი, თუმცა წამლის გამოყენების მეთოდიდან გამომდიანრე რაიმე სახის გაფრთხილებას არ საჭიროებს.
დოქსორუბიცინ ქოჩაქის შემადგენლობაში არსებულმა მეთილ პარაჰიდროქსი ბენზოატმა შეიძლება ალერგიული რეაქციების (დიდი ალბათობით დაგვიანებული ალერგიული რეაქციები) და უჩვეულო ბრონქოსპაზმის (ბრონქების, სასუნთქი გზების შეკუმშვა) განვითარება გამოიწვიოს.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ, განსაკუთრებით ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან თუ რომელიმეს ღებულობთ:
· ციკლოსპორინი: ამ პრეპარატმა დოქსორუბიცინ ქოჩაქის ეფექტი შეიძლება უფრო მეტად გააძლიეროს.
· კალციუმის არხების ბლოკერები: გულის პრობლემების დროს გამოყენებული წამლები,
· სორაფენიბი: გამოიყენება ღვიძლის სიმსივნის ისეთი ფორმის დროს, როცა ქირურგიული ჩარევა შეუძლებელია, ასევე თირკმლების პროგრესირებადი სიმსივნის სამკურნალოდ.
სხვა ქიმიოთერაპიული პრეპარატები
თუ, დოქსორუბიცინ ქოჩაქის გამოყენებამდე ანდა დოქსორუბიცი ქოჩაქით მკრუნალობის პარალელურად სხვა ქიმიოთერაპიული პრეპარატებიც გეძლევათ, თან მაღალი დოზებით, პრობლემების განვითარების ალბათობა არსებობს. ამ წამლით მკურნალობის დაწყებამდე, ქიმიოთერაპიული წამლების გვერდითი ეფექტების ალაგებისთვის დრო მოგეცემათ. ექიმს, მკრუნალობის დროს და შემდეგ მკაცრი დაკვირვების ქვეშ ეყოლებით.
თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
3. როგორ გამოიყენება დოქსორუბიცინ ქოჩაქი ?
თუ, თქვენ გამოწერილი გაქვთ დოქსორუბიცინ ქოჩაქი, ამ პრეპარატის ინფუზია ქიმიოთერაპიულ მკურნალობაში გამოცდილი ექიმის ანდა ექთნის მიერ უნდა განხორციელდეს.
მიცემის გზა და მეთოდი:
აღნიშნული წამალი, ინტრავენური ინფუზიის გზით (წვეთოვანის რეგულაციით) ექიმის ანდა ექთნის მხრიდან უნდა გაგიკეთდეთ. წამლის დოზას, ქიმიოთერაპიის გაკეთების დღეებს ავადმყოფის მდგომარეობის შესაბამისად ექიმი განსაზღვრავს.
დოზა განისაზღვრება ავადმყოფის მდგომარეობის, სიმაღლის და წონის გათვალისწინებით. ექიმი, თქვენის სიმაღლის და წონის მაჩვენებლების შეფასებით სხეულის ზედაპირის ფართს გამოთვლის და ამ მაჩვენებლის მიხედვით დოზას განსაზღვრავს.
ზოგჯერ, შეიძლება მკურნალობის ერთი კურსი საკმარისი იყოს, მაგრამ ექიმმა შეიძლება ერთი, ორი ანდა ოთხი კვირის განმავლობაში დამატებითი კურსების გაკეთების რეკომენდაცია მოგცეთ. ამ დროს, დაავადების კონტროლის ქვეშ აყვანამდე, შეიძლება მკურნალობის რამდენიმე კურსის ჩატარება დაგჭირდეთ.
თუ ფიქრობთ, რომ დოქსორუბიცინ ქოჩაქის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
დოქსორუბიცინ ქოჩაქის ხსნარით მკურნალობის განმავლობაში ექიმი რეგულარულ საკონტროლო კვლევებს ჩაგიტარებთ.
მკურნალობის განმავლობაში ექიმის მითითებით ქვემოთ ჩამოთვლილი საკონტროლო კვლევები ჩაგიტარდებათ:
· სისხლი: სისხლის შემადგენელი უჯრედების რაოდენობის დაცემა, რომელიც მკურნალობას საჭიროებს.
· გულის ფუნქციები: დოქსორუბიცინ ქოჩაქის მაღალი დოზით გამოყენებამ შეიძლება გულის დაზიანება გამოიწვიოს. ეს მდგოამრეობა შეიძლება არ გამოვლინდეს კვირების განმავლობაში, ამიტომ ამ პერიოდის განმავლობაში საკონტროლო კვლევები რეგულარულად უნდა გაკეთდეს.
· ღვიძლი: სისხლის ანალიზის კოტროლით ექიმი ღვიძლის ფუნქციებს გაადაამოწმებს და ღვიძლის დაზიანების არსებობას დაადგენს.
· სისხლში შარდმჟავას დონე: დოქსორუბიცინ ქოჩაქმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შარდმჟავას დონის მომატება. ეს მდგომარეობა კი პოდაგრას განვითარებას გამოიწვევს. სისხლში შარდმჟავას მაღალი დონის დროს, სხვა ქიმიოთერაპიული პრეპარატის მიღება შესაძლებელია.
თუ, დოქსორუბიცინ ქოჩაქის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
პრეპარატის მაღალი დოზების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუში იარების გაჩენა ან არსებულის იარების გართულება ანდა სისხლში თეთრი უჯრედების (ინფექციის წინააღმდეგ მებრძოლი) და თრომბოციტების (სისხლის შედედებაში მონაწილე) რაოდენობის შემცირება. თუ, ეს მდგომარეობა გამოვლინდება, შეიძლება საჭირო გახდეს ანტიბიოტიკოთერაპია ანდა სისხლის ტრანსფუზია. პირის ღრუში წყლულების ალაგების შემდეგ, მკურნალობის ჩატარება შესაძლებელია.
თუ, დოქსორუბიცინ ქოჩაქის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, ექიმის ანდა ფარმაცევტის კონსულტაცია მიიღეთ.
თუ, დოქსორუბიცინ ქოჩაქის მიღება დაგავიწყდებათ:
დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
4. რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, დოქსორუბიცინ ქოჩაქის გამოყენების დროსაც შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს.
დოქსორუბიცინ ქოჩაქის გამოყენების შედეგად შეიძლება გამოვლინდეს ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები:
ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.
გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 1000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
იშვიათი:1000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 1000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, დოქსორუბიცინ ქოჩაქის გამოყენება შეწყვიტეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნოებთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ.
ძალიან გავრცელებული
· ანემია (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება), რაც გამოიწვევს დაღლილობას, ძლიერ სისუსტეს.
· სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის (ინფექციასთან მებრძოლი) დაცემა და ინფექციის ალბათობის მომატებით ცხელების მომატება.
· თრომბიციტების (სისხლის შედედებაში მონაწილე) რაოდენობრივი ცვლილებები, რაც გამოიწვევს დალურჯებებს ანდა სისხლდენებს. აღნიშნული მდგომარეობის გამოვლენის შემთხვევაში მნიშვნელოვანია სამედიცინო დახმარების გაწევა. მკურნალობის განმავლობაში ექიმმა სისხლის უჯრედების მაჩვენებლები უნდა გააკონტროლოს.
· დოქსორუბუცინ ქოჩაქმა შეიძლება გამოიწვიოს ძვლის ტვინის მიერ უჯრედების წარმოების დათრგუნვა.
უცნობი:
· თავბრუსხვევა, თითქოს ტემპერატურის მომატების შეგრძნება, მკერდში ანდა ყელში მოჭერის და ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, ან გამონაყარი ქავილით. ამ სახის ალერგიული რეაქციები შეიძლება ძალიან სერიოზული იყოს.
ეს ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია. ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გამოვლინდება, მაშინვე ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:
ძალიან გავრცელებული:
· ღვიძლის ფერმენტების (სისხლის ანალიზით ვლინდება) მაღალი მაჩვენებელებით წამლის ღვიძლზე ზემოქმედების ანომალური ეფექტის განსაზღვრა შესაძლებელია.
· ანორმალური ეკგ (გულის ელექტრული მაჩვენებლები) მაჩვენებლები.
· თმის ცვენა დიფუზური და საკმაოდ ძლიერი შეიძლება იყოს. მამაკაცებში შეიძლება წვერის ზრდა შეჩერდეს. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ თმის ზრდა კვლავ ჩვეულებრივად გაგრძელდება.
· ავადმყოფის მიერ ავად ყოფნის შეგრძნება (გულისრევა, ღებინება), დიარეა. თუ, ღებინება ძალიან ძლიერია, ანტიემეტიურის (ღებინების საწინააღმდეგო) სახელით წოდებული დამხმარე პრეპარატების მიღებაა რეკომენდირებული.
გავრცელებული:
· სუნთქვის გაძნელება და კოჭების არეში შეშუპება, რომელიც დაკავშირებულია გული პრობლემებთან,
· კონიუქტივიტი (ძირითადად ვლინდება თვალის სიწითლით და ცრემლდენით)
· დოქსორუბიცინ ქოჩაქით მკურნალობის დროს შეიძლება გამოვლინდეს კანზე გამონაყარი, სიწითლე, ურტიკარია, ხელებსა და ხელის გულებში დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება. კანი და ფრჩხილები შეიძლება ნორმაზე უფრო მუქი ფერის იყოს.
უცნობი:
· შარდის გაწითლება (ნორმალურია და წამლის ფერიდან გამომდინარეა). თუ აღნიშნული რამდენიმე დღის განმავლობაში არ ალაგდება ანდა ფიქრობთ რომ შარდში სისხლია, ექიმს აცნობეთ. თუ, აღწერილი ნიშნები თქვენთან გამოვლინდება, ექიმს აცნობეთ.
· პულსის აჩქარებასთან ერთად გულის ცემის სიხშირის მომატებაც შეიძლება იგრძნოთ. ზოგიერთ შემთხვევებში, წამლის მიღების დასრულებიდან რამდენიმე თვის დ ან წლის შემდეგ შეიძლება გულის პრობლემები გამოვლინდეს.
· ვენების ჩირქოვანი ანთება, თრომბით ვენის სანათურის დახშობა (თრომბოემბოლია), შეხურების შეგრძნება.
· ქალების დოქსორუბიცინ ქოჩაქით მკურნალობამ, მკურნალობის პერიოდის განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს უნაყოფობა, ქალებში მენსტრუალური ციკლი აღარ აღინიშნება, თუმცა მკურნალობის დასრულების შემდეგ მენსტრუალური ციკლი უნდა აღდგეს. ზოგიერთ შემთვევაში, ადრეული მენოპაუზა ვითარდება.
· მამაცების დოქსორუბიცინ ქოჩაქით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს სპერმის რაოდენობის შემცირება. მკურნალობის დასრულების შემდეგ, აღნიშნული პრობლემა უნდა ალაგდეს. დოქსორუბიცინ ქოჩაქის მკურნალობის ქვეშ მყოფ ქალებმა და მამაკაცებმა ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი უნდა გამოიყენონ.
· ცრემლის ჭარბი წარმოება, რქოვანას ჩირქოვანი ანთება.
· უმადობა, სითხის დაკარგვა და შარდში შარდმჟავას დონის მომატება.
· მზის სხივების მიმართ კანის მომატებული მგრძნობელობა.
· მკურნალობიდან 3-დან 10 დღის შემდეგ ვლინდება პირის ღრუში დაუზუსტებელი იარები და წყლულები, გულძმარვა, ნაწლავთა გაღიზიანება და სისხლდენა.
ეს ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია. სასწრაფო სამედიცინო დახმარება შეიძლება დაგჭირდეთ.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
5. დოქსორუბიცინ ქოჩაქის შენახვა
დოქსორუბიცინ ქოჩაქი ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.
შეინახეთ <250 C ოთახის ტემპერატურაზელ, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას.
წამალი გაზავებით მომზადების შემდეგ მაშინვე უნდა იქნას გამოყენებული. თუ, მაშინვე არ გამოიყენება, (20-80 C) 24 საათის განამვლობაში შეგიძლიათ შეინახოთ.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე/ეტიკეტზე/მუყაოზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ დოქსორუბიცინ ქოჩაქი არ გამოიყენოთ.
თუ, პროდუქტზე და/ანდა შეფუთვაზე დაზიანებას შენიშნავთ, დოქსორუბიცინ ქოჩაქი არ გამოიყენოთ.
ადამიანებისთვის განკუთვნილი ციტოტოქსიკური და ციტოსტატიკური სამედიცინო პრეპარატების გამოყენების შედეგად დაცლილი შიგა შეფუთვების ნარჩენები საშიში ნარჩენებია და ამ ნარჩენების მართვა 2/4/2015 დათარიღებული და ოფიცილურ გაზეთში გამოქვეყნებული ნარჩენების მართვის 29314-ე რეგულაციის მოთხოვნების შესაბამისად ხდება.
ლიცენზიის მფლობელი:
ს.ს. ქოჩაქ ფარმა ილაჩ ვე ქიმია სანაი
მაჰმუთბეის დასახლ. 2477. ქ. N:23.
ბაღჯილარ/ სტამბული.
წარმოების ადგილი:
ს.ს. ქოჩაქ ფარმა ილაჩ ვე ქიმია სანაი
ჩერქეზქოის ორგანული წარმოების რეგიონი
ქარააღაჩის დასახლ. 11, ქ.N: 5.
ქაფაქლი/თექირდაღი
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 29.05.2014-ში დამოწმებულია.
PAP
KT 1992-02
თარჯიმანი ნაილა იდნოევი