პაციენტის საინფორმაციო ფურცელი
ლევეტამი 500 მგ/5 მლ კონცენტრირებული საინფუზიო ხსნარი
Levetam (levetiracetam) 500mg/5ml 5ml concetrate for i.v. solution for infusion ,vial 10
შეყვანილია ინტრავენურად
სტერილური
• აქტიური ნივთიერება: ყოველი მლ შეიცავს 100 მგ ლევეტირაცეტამს. ყოველი 5 მლ შეიცავს 500 მგ ლევეტირაცეტამს
• დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის აცეტატის ტრიჰიდრატი, ყინულოვანი ძმარმჟავა, ნატრიუმის ქლორიდი და საინექციო წყალი.
|
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ პაციენტის საინფორმაციო ფურცელი. რადგან ეს ფურცელი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. · შეინახეთ ეს პაციენტის საინფორმაციო ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა. · თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. · ეს პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. · ამ მედიკამენტის გამოყენებისას ექიმთან ან საავადმყოფოში მისვლისას უთხარით, რომ ამ მედიკამენტს იყენებთ. · მიჰყევით ამ ინსტრუქციებს ზუსტად ისე, როგორც მოცემულია. არ გამოიყენოთ რეკომენდებულზე უფრო მაღალი ან დაბა ლი დოზები. |
ამ ფურცელში:
1. რა არის ლევეტამი და რისთვის გამოიყენება?
2. ლევეტამის გამოყენებამდე
3. როგორ გამოიყენება ლევეტამი?
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ ინახება ლევეტამი
1. რა არის ლევეტამი და რისთვის გამოიყენება?
ლევეტამი არის გამჭვირვალე, უფერო და სტერილური ხსნარი. ლევეტამი შეფუთულია 5 მლ I ტიპის მინის ფლაკონებში, რომლებიც დახურულია რეზინის საცობით და „flip-off“ თავსახურით. ერთი ყუთი შეიცავს 10 ფლაკონს.
ლევეტამი არის ანტიეპილეფსიური პრეპარატი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიის დროს კრუნჩხვების სამკურნალოდ).
ლევეტამი დამოუკიდებლად გამოიყენება მოზრდილებში და მოზარდებში 16 წლიდან ახლად დიაგნოსტირებული ეპილეფსიით, ეპილეფსიის გარკვეული ფორმის სამკურნალოდ.
ლევეტამი გამოიყენება სხვა ამჟამად გამოყენებულ ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებებზე დამატებით:
• პარციალური კრუნჩხვები გავრცელებით ან მის გარეშე ბავშვებში და მოზრდილებში 4 წლის ასაკიდან (პარციალური კრუნჩხვები მეორადი გენერალიზაციით ან მის გარეშე)
• მიოკლონური კრუნჩხვები მოზრდილებში და მოზარდებში 12 წლის ასაკიდან
• გამოიყენება პირველადი გენერალიზებული ტონურ-კლონური კრუნჩხვების დროს (პირველადი გენერალიზებული ტონურ-კლონური კრუნჩხვები) 12 წელზე მეტი ასაკის მოზარდებში და მოზრდილებში.
ლევეტამის სტერილური კონცენტრირებული საინფუზიო ხსნარი არის ალტერნატივა იმ პაციენტებისთვის, რომლებშიც პერორალური მიღება დროებით შეუძლებელია.
2. რა უნდა იცოდეთ ლევეტამის მიღებამდე
არ გამოიყენოთ ლევეტამი შემდეგ შემთხვევებში:
• თუ ალერგიული ხართ ლევეტირაცეტამზე, ლევეტამის აქტიურ ნივთიერებაზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (თუ ხართ ჰიპერმგრძნობიარე)
გამოიყენეთ ლევეტამი ფრთხილად შემდეგ შემთხვევებში
თუ,
• გაწუხებთ თირკმელების პრობლემები; მიჰყევით თქვენი ექიმის მითითებებს. ის გადაწყვეტს, თუ საჭიროა თქვენი დოზის კორექცია.
• თუ შეამჩნევთ თქვენი ბავშვის ზრდის შენელებას ან მოულოდნელ პუბერტატულ განვითარებას, მიმართეთ თქვენს ექიმს.
• იმ ადამიანთა მცირე რაოდენობას, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიეპილეფსიური საშუალებებით, როგორიცაა ლევეტამი, აღენიშნათ აზრები თვითდაზიანებაზე ან თვითმკვლელობაზე. თუ გაქვთ დეპრესიის ან/და სუიციდური აზრების რაიმე სიმპტომი, მიმართეთ ექიმს.
• თუ გაქვთ სისუსტე, თუ გაქვთ მაღალი ტემპერატურა, თუ გაწუხებთ მორეციდივე ინფექციები ან კოაგულაციის დარღვევა, მიმართეთ ექიმს.
თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ, თუნდაც წარსულში გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.
ლევეტამის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ლევეტამი შეგიძლიათ გამოიყენოთ საკვებთან ერთად ან მის გარეშე. უსაფრთხოების მიზნით, არ გამოიყენოთ ალკოჰოლთან ერთად.
ორსულობა
ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ორსულად ხართ ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ მედიკამენტის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.
არ დაასრულოთ მკურნალობა ლევეტამით ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ შეიძლება ბავშვის თანდაყოლილი დეფექტების რისკის სრულად გამორიცხვა. ლევეტამმა აჩვენა არასასურველი რეპროდუქციული ეფექტები ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში იმაზე მაღალ დოზებზე, რომლებიც თქვენ გჭირდებათ კრუნჩხვების გასაკონტროლებლად.
თუ მკურნალობის დროს შეამჩნევთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ლაქტაცია
ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვება. თქვენი ექიმი გადაწყვეტს შეწყვიტოს თქვენი მკურნალობა ან ძუძუთი კვება თქვენი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელობის მიხედვით.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
ლევეტამმა შეიძლება შეაფერხოს ავტომობილის მართვის ან ნებისმიერი ხელსაწყოების ან მექანიზმების მართვის უნარი, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა. ეს უფრო მოსალოდნელია მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდის შემდეგ.
ლევეტამით მკურნალობისას არ უნდა მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ მექანიზმები მანამ, სანამ არ დადგინდება, რომ თქვენს უნარზე გავლენას არ ახდენს ამგვარი საქმიანობა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ლევეტამის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ლევეტამის კონცენტრატის საინფუზიო ხსნარის ერთი მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეიცავს 2,5 მმოლ (ან 57 მგ) ნატრიუმს (0,8 მმოლი ან 19 მგ ყოველ ფლაკონში). ეს გასათვალისწინებელია, თუ კვების რეჟიმში აკონტროლებთ ნატრიუმის შემცველობას.
სხვა მედიკამენტების მიღება
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები, ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტების ჩათვლით.
არ მიიღოთ მაკროგოლი (საფაღარათო საშუალება) ლევეტამის მიღებამდე ერთი საათით ადრე და მიღებიდან ერთი საათის შემდეგ, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ლევეტამის ეფექტის დაკარგვა.
თუ იყენებთ მეთოტრექსატს (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა იმუნური სისტემის დარღვევები ან კიბო) ლევეტამთან ერთად, გთხოვთ აცნობოთ ექიმს.
3. როგორ გამოიყენება ლევეტამი
• გამოყენების ინსტრუქცია და დოზა/შეყვანის სიხშირე:
ლევეტამის შეყვანა მოხდება ექიმის ან ექთნის მიერ ინტრავენური ინფუზიის სახით.
ლევეტამი უნდა დაინიშნოს დღეში ორჯერ, ერთხელ დილით და ერთხელ საღამოს, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს ყოველდღე.
ინტრავენური ფორმა არის პერორალური მიღების ალტერნატივა. თქვენ შეგიძლიათ გადახვიდეთ პერორალური გამოყენებიდან ინტრავენურ ფორმაზე ან პირიქით დოზის ადაპტაციის გარეშე. თქვენი საერთო დღიური დოზა და მიღების სიხშირე იგივე იქნება.
მონოთერაპია (მკურნალობა მხოლოდ ლევეტამით)
დოზა მოზრდილებში და 16 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში
• ზოგადი დოზა: 1000 მგ-დან 3000 მგ-მდე ყოველ დღე.
• როდესაც პირველად დაიწყებთ ლევეტამის მიღებას, თქვენი ექიმი დაგინიშნავთ უფრო დაბალ დოზას 2 კვირის განმავლობაში ყველაზე დაბალი ზოგადი დოზის დანიშვნამდე.
დამატებითი თერაპია (მკურნალობა სხვა ანტიეპილეფსიური საშუალებებით)
დოზა მოზრდილებში (≥18 ასაკი) და მოზარდებში (12-დან 17 წლამდე) წონით 50 კგ და მეტი:
• ზოგადი დოზა: 1000 მგ-დან 3000 მგ-მდე ყოველ დღე.
• ლევეტამი შეყვანილი იქნება დღეში ორჯერ, ერთხელ დილით და ერთხელ საღამოს, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს ყოველდღე.
დოზა ბავშვებში (4-დან 11 წლამდე) და მოზარდებში (12-დან 17 წლამდე) 50 კგ-ზე ნაკლები წონით:
• ზოგადი დოზა: 20 მგ/კგ სხეულის წონაზე და 60 მგ/კგ სხეულის წონაზე ყოველ დღე.
• ლევეტამი შეყვანილი იქნება დღეში ორჯერ, ერთხელ დილით და ერთხელ საღამოს, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს ყოველდღე.
• მიღების წესი და გზა:
ლევეტამის შეყვანა მოხდება ექიმის ან ექთნის მიერ ინტრავენური ინფუზიის სახით.
რეკომენდებული დოზა უნდა გაზავდეს მინიმუმ 100 მლ თავსებადი გამხსნელში და შეჰყავთ 15 წუთის განმავლობაში.
ლევეტამის სტერილური კონცენტრირებული საინფუზიო ხსნარის ერთი ფლაკონი შეიცავს 500 მგ ლევეტირაცეტამს (5 მლ კონცენტრატი 100 მგ/მლ).
იხილეთ ცხრილი 1 რეკომენდაცია ლევეტამის კონცენტრატის მომზადებისა და შეყვანის შესახებ 500 მგ, 1000 მგ, 2000 მგ ან 3000 მგ საერთო დღიური დოზის მისაღწევად ორად გაყოფილი დოზით.
ცხრილი 1. ლევეტამის კონცენტრირებული საინფუზიო ხსნარის მომზადება და მიღება
|
დოზა
|
ამოღების მოცულობა |
გამხსნელის მოცულობა |
ინფუზიის დრო |
შეყვანის სიხშირე |
საერთო სადღეღამისო დოზა
|
|
250 მგ |
2.5 მლ (ნახევარი 5 მლ ფლაკონი) |
100 მლ |
15 წუთი |
დღეში ორჯერ |
500 მგ/დღეში |
|
500 მგ |
5 მლ (1 x 5 მლ ფლაკონი) |
100 მლ |
15 წუთი |
დღეში ორჯერ |
1000 მგ/დღეში |
|
1000 მგ |
10 მლ (2 x 5 მლ ფლაკონი) |
100 მლ |
15 წუთი |
დღეში ორჯერ |
2000 მგ/დღეში |
|
1500 მგ |
15 მლ (3 x 5 მლ ფლაკონი) |
100 მლ |
15 წუთი |
დღეში ორჯერ |
3000 მგ/დღეში |
• სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:
პედიატრიული გამოყენება:
ლევეტამი გამოიყენება ბავშვებში 4 წლის ასაკიდან, არ გამოიყენება 4 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გამოყენება ხანდაზმულებში:
ხანდაზმულ პაციენტებში (65 წელზე მეტი ასაკის), თუ თირკმლის ფუნქცია დაქვეითებულია,
ლევეტამის დოზა დაკორექტირდება თქვენი ექიმის მიერ.
• განსაკუთრებული გამოყენების პირობები:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:
• თუ გაწუხებთ თირკმელების პრობლემები, ლევეტამის დოზა დარეგულირდება თირკმლის ფუნქციის მიხედვით თქვენი ექიმის მიერ. თქვენს ექიმს შეუძლია შეცვალოს დოზა თქვენი თირკმლის ინფექციის მიხედვით.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ლევეტამის ეფექტი არის ძლიერი ან სუსტია, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ იყენებთ საჭიროზე მეტ ლევეტამს:
კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გამოიყენეთ ლევეტამი საჭიროზე მეტი რაოდენობით.
თუ დაგავიწყდათ ლევეტამის გამოყენება:
თუ ფიქრობთ, რომ დოზა გამოტოვეთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაცირების მიზნით.
თუ ლევეტამით მკურნალობა შეწყდა, შეიძლება განვითარდეს ეფექტები:
• ლევეტამი გამოიყენება როგორც ქრონიკული სამკურნალო საშუალება. არ შეწყვიტოთ ლევეტამის მიღება, თუ ამას თქვენი ექიმი არ გეტყვით.
• თქვენი ექიმი დაადგენს საუკეთესო მეთოდს ლევეტამის მიღების შეწყვეტისთვის. თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ლევეტამის გამოყენებასთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს.
• არ არსებობს 4 დღეზე მეტ ხანს ლევეტამის ინტრავენური შეყვანის გამოცდილება.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ლევეტამმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.
თუ განვითარდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენა, შეწყვიტეთ ლევეტამის გამოყენება და აცნობეთ ექიმს დაუყონებლივ და მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელ განყოფილებას:
• სისუსტე, მსუბუქი თავბრუსხვევა ან თავბრუსხვევის შეგრძნება ან სუნთქვის გაძნელება; ეს შედეგები შეიძლება იყოს მძიმე ალერგიული (ანაფილაქსიური) რეაქციების ნიშნები
• სახის, ტუჩების, ენისა და ყელის შეშუპება (კვინკეს შეშუპება)
• გამონაყარის გავრცელება, რომელსაც თან ახლავს მაღალი ცხელება, რასაც მოჰყვება გრიპის მსგავსი სიმპტომები და სახის სიწითლე, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება სისხლის ტესტებში და ერთი სახეობის ლეიკოციტების მატება (ეოზინოფილია) და ლიმფური კვანძების გადიდება (ეოზინოფილია და სისტემური სიმპტომები, რომელსაც თან ახლავს წამლისმიერი რეაქცია [DRESS])
• შარდის მოცულობის დაქვეითება, დაღლილობა, გულისრევა, ღებინება, გონების არევა, ფეხების, კოჭების ან ტერფების შეშუპება; ეს მოვლენები შეიძლება მიუთითებდეს თირკმლის ფუნქციის უეცარ დაქვეითებაზე.
• კანის გამონაყარი (მრავალფორმული ერითემა), რომელმაც შეიძლება წარმოქმნას ბუშტუკები და გამოხატული იყოს პატარა წეტილოვანი ლაქებით (მუქი ლაქები ცენტრში, მის ირგვლივ უფრო ღია ადგილი და გარედან მუქი რგოლი)
• ხშირი გამონაყარი ბუშტუკებით და კანის აქერცვლით, განსაკუთრებით პირის, ცხვირის, თვალის და სასქესო ორგანოების ირგვლივ (სტივენს ჯონსონის სინდრომი)
• უფრო მძიმე გამონაყარი (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), რომელიც იწვევს კანის აქერცვლას სხეულის ზედაპირის 30%-ზე მეტ ფართობზე
• სერიოზული ფსიქიკური ცვლილებები ან თუ თქვენი ახლობლები შენიშნავენ, რომ გაქვთ ნევროლოგიური სიმპტომები, როგორიცაა გონების არევა, ძილიანობა, ამნეზია, მეხსიერების უკმარისობა (დავიწყება), არანორმალური ქცევა ან უნებლიე ან უკონტროლო მოძრაობები.
ეს შეიძლება იყოს ენცეფალოპათიის ნიშნები (თავის ტვინის დაავადება, დაზიანება ან დისფუნქცია).
გვერდითი ეფექტები ჩამოთვლილია შემდეგ კატეგორიებში.
ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან მინიმუმ ერთ პაციენტში.
ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 100-დან ერთზე მეტ პაციენტში.
არახშირი: შეიძლება გამოვლინდეს 100-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 1000-დან ერთზე მეტ პაციენტში.
იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში.
ძალიან იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 10000-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში.
უცნობი: არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით.
ძალიან ხშირი:
• ნაზოფარინგიტი
• ძილიანობა (ძილიანობა)
• თავის ტკივილი
ხშირი:
• ანორექსია (მადის დაკარგვა)
• დეპრესია
• მტრობა ან აგრესია
• შფოთვა
• უძილობა
• ნერვიულობა ან გაღიზიანება
• კრუნჩხვა
• ბალანსის დარღვევა (წონასწორობის დარღვევა)
• თავბრუსხვევა (არასტაბილურობის შეგრძნება)
• ტრემორი (უნებლიე კანკალი)
• ლეთარგია (ენერგიის და ენთუზიაზმის ნაკლებობა)
• ვერტიგო (ტრიალის შეგრძნება)
• ხველა
• მუცლის ტკივილი
• დიარეა
• დისპეფსია (მონელების დარღვევა)
• ღებინება
• გულისრევა
• გამონაყარი
• ასთენია/დაღლილობა (დაღლილობა)
არახშირი:
• სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება
• სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება
• წონის დაკლება
• წონის მატება
• სუიციდის მცდელობა და სუიციდური აზრები
• ფსიქიკური აშლილობა
• არანორმალური ქცევა
• ჰალუცინაცია
• ბრაზი
• გონების არევა
• პანიკური შეტევა
• ემოციური არასტაბილურობა/განწყობის ცვალებადობა
• აჟიტაცია
• ამნეზია (მეხსიერების დაკარგვა)
• მეხსიერების დაქვეითება (დავიწყება)
• კოორდინაციის მოშლა/ატაქსია (დაქვეითებული კოორდინირებული მოძრაობები)
• პარესთეზია (ჩხვლეტა)
• ყურადღების დარღვევა (კონცენტრაციის დაკარგვა)
• დიპლოპია (ორმაგი ხედვა)
• მხედველობის დაბინდვა
• ამაღლებული/პათოლოგიური მნიშვნელობები ღვიძლის ფუნქციის ტესტში
• თმის ცვენა
• ეგზემა
• ქავილი
• კუნთების სისუსტე
• მიალგია (კუნთების ტკივილი)
• ტრავმა
იშვიათი:
• ინფექცია
• სისხლის ყველა ტიპის უჯრედის რაოდენობის შემცირება
• მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (DRESS, ანაფილაქსიური რეაქცია [მძიმე და მნიშვნელოვანი ალერგიული რეაქცია], კვინკეს შეშუპება [სახის, ტუჩების, ენისა და ყელის შეშუპება])
• სისხლში ნატრიუმის კონცენტრაციის შემცირება
• თვითმკვლელობა
• პიროვნული აშლილობა (ქცევითი აშლილობა)
• აზროვნების დარღვევა (ნელი აზროვნება, კონცენტრაციის უუნარობა)
• კუნთების უკონტროლო შეკუმშვა, რაც გავლენას ახდენს თავზე, ტანზე და კიდურებზე (ქორეოატეტოზი)
• მოძრაობების კონტროლის გაძნელება (დისკინეზია)
• ჰიპერაქტიურობა, ჰიპერაქტიურობა (ჰიპერკინეზია)
• პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი)
• ღვიძლის უკმარისობა
• ჰეპატიტი
• თირკმლის ფუნქციის უეცარი დაქვეითება
• კანზე გამონაყარი (მულტიფორმული ერითემა), რომელსაც შეუძლია შექმნას ბუშტუკები და გამოხატული იყოს პატარა წერტილოვანი ლაქების სახით (მუქი ლაქები ცენტრში, უფრო ღია ადგილი მის გარშემო და მუქი რგოლი გარედან)
• ხშირი გამონაყარი ბუშტუკებით და კანის აქერცვლა, განსაკუთრებით პირის, ცხვირის, თვალის და სასქესო ორგანოების ირგვლივ (სტივენს ჯონსონის სინდრომი)
• უფრო მძიმე გამონაყარი, რომელიც იწვევს კანის აქერცვლას სხეულის ზედაპირის 30%-ზე მეტ ფათობზე (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)
• რაბდომიოლიზი (კუნთოვანი ქსოვილის მოშლა) და კრეატინფოსფოკინაზას მატება სისხლში. იაპონელ პაციენტებში სიხშირე მნიშვნელოვნად უფრო მაღალია, ვიდრე არაიაპონელ პაციენტებში.
• სიარულის გაძნელება
ყველაზე ხშირად მოხსენებული გვერდითი რეაქციებია ნაზოფარინგიტი, ძილიანობა, თავის ტკივილი, დაღლილობა და თავბრუსხვევა. ზოგიერთი გვერდითი მოვლენა, როგორიცაა ძილიანობა, დაღლილობა, თავბრუსხვევა, შეიძლება უფრო ხშირად განვითარდეს მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდისას. თუმცა, ეს ეფექტები დროთა განმავლობაში უნდა შემცირდეს.
თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
5. როგორ ნახება ლევეტამი
შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
ეს სამკურნალო პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის, ნებისმიერი გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ფლაკონზე და მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
თუ შეამჩნევთ რაიმე დარღვევას პროდუქტში და/ან შეფუთვაში, არ გამოიყენოთ ლევეტამი.
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებლი პროდუქტები! გთხოვთ დაიცვათ ადგილობრივი რეგულაციები.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი:
POLİFARMA İLAÇ SANAYİ VE TİC. A.S.
Vakıflar OSB Mahallesi,
Sanayi Caddesi, No:22/1
Ergene/TEKİRDAĞ
ტელ: +90 282 675 14 04 ფაქსი: +90 282 675 14 05
საწარმოო ადგილი:
AROMA İLAÇ SAN. LTD ŞTİ.
Vakıflar OSB Mahallesi,
Sanayi Caddesi, No:22/1 Kat:2
Ergene/Tekirdağ
ტელეფონი: +90 282 675 14 04
ფაქსი: +90 282 675 14 05
ეს პაციენტის საინფორმაციო ფურცელი ბოლოს დამტკიცდა 30/09/2019.
View the medicine license at the link